x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რატომ დაკარგა აშშ-მ ავტორიტეტი და ზეგავლენა სამხრეთის ქვეყნებში?
image

შეერთებული შტატები გავლენას კარგავს გლობალურ სამხრეთში. მისი პოპულარობა შემცირდა და აშშ-ს ბოლო ადმინისტრაციების მიერ გატარებულმა პოლიტიკამ მოლოდინი არ გაამართლა.მიზეზებს გამოცემა Foreign Affairs-ი განიხილავს.



სამხრეთის გლობალური ქვეყნები აშშ-ს ფარისევლობაში დებენ ბრალს, ეს ეფუძნება მტკიცებას, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერდა უკრაინას, მაგრამ იყო მასობრივი მსხვერპლის და ტანჯვის თანამონაწილე ღაზასა და ლიბანში.


არაპროპორციულმა ბრძოლამ, რომელიც სამხრეთის ბევრ ქვეყანას შეექმნა COVID-19 პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკის აღდგენისას, შეერთებული შტატების მიერ თავისუფალ ვაჭრობაზე უარის თქმამ, შეამცირა ბაზარზე წვდომის შესაძლებლობები, ხოლო აშშ-ს მორიგი ინდუსტრიული პოლიტიკა ქმნის ახალ დაბრკოლებებს.



შედეგად, გლობალურ სამხრეთთან ეკონომიკურ და სტრატეგიულ ჩართულობაში მნიშვნელოვანი მიღწევების მიუხედავად, შეერთებული შტატები ნდობის დეფიციტს განიცდის.


გლობალური სამხრეთის ქვეყნები ცდილობდნენ ზეწოლა მოეხდინათ შეერთებულ შტატებზე, რათა უფრო აქტიური მონაწილეობა მიეღო მრავალმხრივ ფორუმებში, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, რის შემდეგაც სამხრეთის ქვეყნებისთის უფრო მიმზიდველი გახდა ისეთი გაერთიანება, როგორიცაა BRICS, (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკა),


ანტაგონისტური ალტერნატივები, გაფართოებული BRICS-დან შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციამდე, იბრძვიან გავლენისთვის. ამერიკული და დასავლელი ლიდერი ქვეყნები აღარ არიან ერთადერთი მოთამაშენი მსოფლიოში და უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, შეერთებულმა შტატებმა უნდა დაალაგოს პარტნიორობა მზარდ ძალებთან, როგორიცაა ბრაზილია, ინდოეთი და ინდონეზია.


აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებამ კიდევ უფრო გაზარდა ფსონები. მან პირობა დადო, რომ გაატარებს უფრო ცალმხრივ საგარეო პოლიტიკას „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, მხარს დაუჭერს აგრესიულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც დაარტყამს განვითარებად ბაზრებს, დააშორებს მოკავშირეებს, პარტნიორებს და მოწინააღმდეგეებსაც.


იგი იმუქრება მასობრივი დეპორტაციებით, ხოლო ემიგრანტებს არაჰუმანური რიტორიკით ესხმის თავს.


მაგრამ ტრამპი ვერ შეძლებს უგულებელყოს გლობალური სამხრეთის კოლექტიური მოთხოვნები. ამ ქვეყნების ბაზრები და რესურსები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომლებზეც ახალი პრეზიდენტია დაინტერესებული, როგორიცაა აშშ-სთვის მიწოდების ჯაჭვის გაძლიერება და კრიტიკული მინერალებით უზრუნველყოფა.


ასევე დანარჩენი მსოფლიოსთვის, გლობალური სამხრეთის ჩართულობა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ისეთი საკითხების გადაჭრაში, რომელთა იგნორირებასაც ტრამპი ცდილობს, როგორიცაა მაგალითად კლიმატური ცვლილებები და გლობალური კრიზისები ჯანდაცვის სფეროში.

0
42
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0