საზოგადოება "თქვენს შვილს სხვა ,,ლადოები" ყელგამოჭრილს დაგიგდებენ? მაშინაც დაიცავთ მკვლელს ქ-ნო ნაირა? -ანა ნაცვლიშვილის მეგობარი მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატს მიმართავს 2018, 25 თებერვალი, 20:00 თემქაზე სასტიკად მოკლული ანა ნაცვლიშვილის მეგობარი სოციალური ქსელით, მკვლელობაში ბრალდებულის, ლადო გრიგალაშვილის ადვოკატს, ნაირა ოტიაშვილს მიმართავს:
რამდენიმე სიტყვა გვინდა ვთქვათ ქ-ნ ნაირა ოტიაშვილზე( ქალობის, მით უმეტეს, ქალბატონობის და, ზოგადად, ადამიანობის რომ არაფერი სცხია). ქ-ნო ნაირა, იურისტი ბრძანდებით და ჩვენზე უკეთ მოგეხსენებათ, რა უფლებები გააჩნია გარდაცვლილ ადამიანს, რისი გაჟღერებაა უკანონო ან უბრალოდ ამორალური...ვინ მოგცათ უფლება, რომ გარდაცვლილის სახელი, ღირსება და სული ლაფში ამოსვაროთ სრულიად უსაფუძვლოდ? შვილების გაზრდა არ გინდათ? ღირსეულად სიკვდილზე არ გიფიქრიათ, თუ მაშინ გააცნობიერებთ, რომ ზღაპრების თხზვას სასტიკი, საშიში მკვლელის დასაცავად თავი უნდა დაანებოთ, როცა თქვენს შვილს სხვა “ლადოები" ყელგამოჭრილს დაგიგდებენ? მაშინაც დაიცავთ მკვლელს ქ-ნო ნაირა? მაშინაც იტყვით თქვენს შვილზე, გარდაცვლილზე, დაუკრძალავზე, რომ მოღალატე და ამორალური იყო? ჩვენთვის, ყველასთვის, ვინც ანას იცნობდა, ეს უმძიმესი დარტყმაა, ტრაგედია, რომელსაც, როგორც ყოველთვის, უდანაშაულო ადამიანი შეეწირა. არ გვინდოდა ლადო აღმოჩენილიყო მკვლელი, მაგრამ მისი პიროვნული ღირსებებიდან, უფრო კი უღირსობიდან გამომდინარე, სხვას არავის შეეძლო ამგვარი სისასტიკის გამოვლენა და ასეთი სპექტაკლის დადგმა...ბოლო წუთამდე, იმ აღიარებით ჩვენებამდე, რომელიც მოგვიანებით შეცვალა, არ გვემეტებოდა ანა ლადოს, მისი საყვარელი ადამიანის, ხელით სიკვდილისთვის.
შეგახსენებთ, გრიგალაშვილის ადვოკატის ნაირა ოტიაშვილის განცხადებით დაკავებული ბრალს არ აღიარებს, ამასთანავე ადვოკატი აცხადებს, რომ გარდაცვლილ ნაცვლიშვილს სავარაუდოდ ინტიმური კავშირი ჰქონდა აქამდე უცნობ შავი BMW-ს მძღოლთან/(იხილეთ ვიდეო) 601 12-ს მოსწონს
|