ოთხი წლის ბავშვებიც კი „ცდილობენ, სხეულის ისეთი ფორმა ჰქონდეთ, როგორსაც საზოგადოება იდეალურად მიიჩნევს“, — ნათქვამია სიდნეიში გამომავალ გაზეთ „სანდი ტელეგრაფში“. მკვლევარები აკვირდებოდნენ სკოლამდელი ბავშვების კვებისა და ვარჯიშის რეჟიმს. გაირკვა, რომ გოგონებიცა და ბიჭებიც დაინტერესებული იყვნენ თავიანთი სხეულის ფორმებით — გოგონები წონის დაკლებით, ბიჭები კი კუნთების დაყენებით. მკვლევარები იუწყებიან, რომ „შვილებზე გავლენას ახდენს დედების თვალსაზრისი, რომლებიც უკმაყოფილონი არიან თავიანთი აღნაგობით“.