x
image
klopka
რამდენიმე რჩევა უცხო ენის შემსწავლელთათვის

imageგსურთ უცხო ენის შესწავლა?
პოლონურ ჟურნალ „პორადნიკ დომოვიში“ სასარგებლო რჩევებია მოცემული: „შეცდომების დაშვების
გარეშე ენის შესწავლა შეუძლებელია. ამის აღიარება პირველი ნაბიჯია წარმატებისკენ“.
გარდა ამისა, „მზად უნდა ვიყოთ რისკზე წასასვლელად“. თუ არ ვიცით, როგორ ვთქვათ ესა
თუ ის სიტყვა ან ფრაზა, „ზოგჯერ ინტუიციას უნდა ვენდოთ“, — არაფრის თქმას ასე
მოქცევა სჯობს. „ყოველთვის ვერ ვხვდებით, რომ ჩვენი ძირითადი პრობლემა, შესაძლოა, შიში
ან მორიდებულობა იყოს, — ნათქვამია ჟურნალში. — თუ ასეთი სისუსტეების დაძლევას
შევძლებთ, უეჭველია, უფრო სწრაფად წავიწევთ წინ“. კარგ მასწავლებელსაც შეუძლია დაგვეხმაროს,
რომ დავძლიოთ შიში და სწრაფად ავითვისოთ ახალი ენა.





2
90
6-ს მოსწონს
ავტორი:klopka
klopka
90
  
0 1 2