სხვა რა არის ნამდვილი მამაკაცობა? 2012, 7 დეკემბერი, 19:36 გავრცელებული შეხედულება კაცობასა და ვაჟკაცობაზე:
ზოგი ამბობს: 1. ნამდვილი მამაკაცი ყველაფერს უძლებს, რკინასავითაა, ცრემლი არასოდეს ჩამოუვარდება. 2.ნამდვილი მამაკაცი არავის ჭკუაზე არ დადის, რასაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ, იმას აკეთებს. 3. კაცი ყოველთვის ქალზე მაღლა დგას. მოდი დავფიქრდეთ და ამ საკითხს მეორე მხრიდან შევხედოთ: კაცობა ბავშვობასა და მოზარდობის საწინააღმდეგო ცნებაა და არა ქალობის. ანუ ნამდვილი მამაკაცი მაშინ ხდები, როცა ბავშვისთვის დამახასიათებელ თვისებებს და ჩვევებს ივიწყებ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც მეტად ჩაანაცვლებ ბავშვურ აზროვნებას, საუბრებსა და საქციელს დიდი ადამიანის აზროვნებით, საუბრებითა და საქციელით, მით მეტად დაუმტკიცებ საკუთარ თავს. რომ ნამდვილი მამაკაცი ხდები. კიდევ ერთი მხარე არსებობს რაც ნამდვილ კაცობაზე აზრს გვაცვლევინებს, ეს არის ჩვენი რთული ბავშვობა. მაგრამ გახსოვდეს როგორი რთული ბავშვობაც არ უნდა გქონდეს, იცოდე, განწირული მაინც არ ხარ! შენ შეგიძლია სიტუაციის გაკონტროლება და მართვა! შენ შეგიძლია იყო ნამდვილი მამაკაცი, ოღონდ არა ქუჩაში დგომით და ორ თითს შუა გარჭობილი სიგარეტით. ეს არ არის არც ვაჟკაცობა და არც კაცობა. მოკლედ რომ ვთქვათ ნამდვილი მამაკაცი რომ იყო მხოლოდ მამაკაცური ჩვევები და ხასიათი არ კმარა. თუ გინდა იყო ნამდვილი მამაკაცი გახდი შენი ემოციების "მბრძანებელი", იყავი თავაზიანი, თავდაუზოგავი და ისწავლე საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება რაც ადვილი არ არის და დიდ შრომას მოითხოვს მაგრამ თუ მოინდომებ ამას ყველა შეძლებს ვისაც ნამდვილად უნდა რომ იყოს ნამდვილი მამაკაცი. 278 5-ს მოსწონს 2-ს არა
|