სხვა მატარებლები მხოლოდ ქალებისთვის 2012, 25 ივნისი, 17:31 ინდოეთში წლების მანძილზე ქალები გადატვირთული მატარებლებით სარგებლობდნენ. ქალები ჩიოდნენ, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში მამაკაცები მათ შეურაცხყოფდნენ — დაჟინებით უმზერდნენ, ხელებს უფათურებდნენ და ჩქმეტდნენ. კალკუტაში გამომავალი გაზეთი „ტელეგრაფი“ იუწყებოდა, რომ მთავრობამ დააკმაყოფილა ქალთა მოთხოვნა და გამოუყო მატარებელი, რომლითაც მხოლოდ ქალები ისარგებლებდნენ. ინდოეთის მთავრობამ მატარებლები „მხოლოდ ქალებისთვის“ ქვეყნის ოთხ დიდ ქალაქში, ნიუ დელში, მუმბაიში, ჩენაისა და კალკუტაში გამოყო. ქალები ძალიან მადლიერები არიან. 162 10-ს მოსწონს
|