სხვა „თაღლითი მოსწავლეების მომრავლება“ 2012, 25 ივნისი, 17:23 კანადაში უნივერსიტეტის პირველკურსელი სტუდენტების 20 000 გამოკითხულიდან 73-მა პროცენტმა „აღიარა, რომ სკოლაში ერთხელ ან უფრო მეტჯერ უპატიოსნოდ მოიქცა და ის წერითი ნამუშევრები წარადგინა, რაც მათ არ ეკუთვნოდათ“, — იუწყებოდა „კანადის განათლების საბჭო“. ერთი უნივერსიტეტის მონაცემებით, გადაწერისა და პლაგიატიზმის შემთხვევები 2003—2006 წლებში 81 პროცენტით გაიზარდა. „კანადის განათლების საბჭოს“ პრეზიდენტის დოქტორ პოლ კაპონის თქმით, „გასული ათწლეულის განმავლობაში ინტერნეტისა და მოწინავე ტექნოლოგიების არსებობამ ხელი შეუწყო სკოლებში თაღლითი მოსწავლეების მომრავლებას“. 122 4-ს მოსწონს
|