ნამცხვრები როგორ გამოიყურება მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი ტორტი და ვინ არის მისი შემქმნელი? 2018, 20 თებერვალი, 13:41 დუბაიში გამართული საქორწილო გამოფენის დამთვალიერებლებს ერგოთ ბედნიერება გაესინჯათ ერთ მილიონ დოლარად ღირებული " პატარძლის" პატარა ნაჭერი. ამ ტორტი-საოცრების ავტორი ბრიტანელი დიზაინერი დები უინგჰემია, რომელიც ცნობილია, როგორც ''ყველაზე ძვირფასი დიზაინერი'' მსოფლიოში. ეს გასაკვირი არაა- დების წილად ხვდა შეექმნა შედევრები, რომელთა ღირებულება 50 მილიონ დოლარს აღწევდა.
აი, როგორ გამოიყურება დების უკანასკნელი ქმნილება - მილიონ დოლარად შეფასებული ტორტი ''პატარძალი'', რომელიც 120 კილოგრამს იწონიდა. მართალია, საპატარძლოს კვალობაზე ის საკმაოდ მძიმე ჩანდა, მაგრამ სამაგიეროდ ყველას ეყო - ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ტორტის დასამზადებლად საჭირო გახდა 1000 კვერცხი და 20 კილო შოკოლადი. ტორტი თავიდან ბოლომდე იჭმება და მის გასაფორმებლად დაიხარჯა 50 კილოგრამი საკონდიტრო მაქმანი. ტორტის თითოეული დეტალი ხელით იქნა შესრულებული, პაწაწინა ყვავილების და მარგალიტების ჩათვლით. სულ გამოყენებული იქნა 5000 ასეთი ყვავილი, ხოლო ტორტის გამოცხობასა და მორთვას დასჭირდა 10 დღე. საკვებად ვარგის მოსართავებსა და მარგალიტებს შორის ნამდვილი ძვირფასი ქვებიცაა დამალული-მარგალიტები და 3-კარატიანი თეთრი ბრილიანტები. მთლიანად მათი ღირებულება 200 ათას დოლარს აღწევდა. ძვირფასი ქვები გამოიყენეს პატარძლის თავსაბურავის შესამკობად. ეს კი თავად დებია შედარებით იაფფასიან ტორტთან ერთად. ტორტების მორთვა-ერთადერთი საქმიანობა როდია, რითაც დებია დაკავებული. ის ქმნის უნიკალურ ფეხსაცემელებს, რომლებიც საკმაოდ გემრიელად გამოიყურება. აი, ერთ-ერთი მათგანი... შოკოლადის და კარამელისაგან დამზადებული ეს შედევრი 15 მილიონი დოლარი ღირს. დების ეკუთვნის რეკორდი: ყველაზე ძვირადღირებული კაბა მსოფლიოში. შავი მარგალიტებით გაწყობილი ეს სამოსი 50 მილიონი დოლარი ღირს. აღმოსავლური მოდის მოტრფიალენი კი ნამდვილად დააფასებენ ამ საოცარ მოსასხამს, რომელიც წითელი ბრილიანტებითაა მორთული. და ამ ცისფერ კაბას, რომლის ჩაცმაზე დედოფლებიც არ იტყოდნენ უარს. ის მომენტი, როცა სიტყვები ზედმეტია... 394 10-ს მოსწონს
|