ქალი და მამაკაცი გასართობი ტესტი-ვიქტორინა ქალისა და კაცისათვის 2018, 20 თებერვალი, 10:30 მოგეხსენებათ ქალსა და მამაკაცს შორის მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე დემოკრატიული მსოფლიო ისწრაფვის მათ შორის გენდერული წონასწორობა დაიცვას, გარეგნობის გარდა განსხვავდებდება ქცევით, ინტერესებით, რომელიც ორ ძირითად ჯგუფად შეგვიძლია დავყოთ:ბიოლოგიური და სოციალური.
ტრადიციულად მამაკაცს მიეწერება შემდეგი თვისებები: აქტიურობა, აგრესიულობა, კონკურენტულობა, დამოუკიდებლობა ხოლო ქალებს: პასიურობა, ემოციურობა, დამოკიდებულება, მზრუნველობა. განსხვავებულია მათი ქცევის წესებიც მაგალითად:ქალი მამაკაცისგან განსხვავებით მაისურს ყოველთვის ხელების გადაჯვარედინებით ქვემოდან იხდის და არა კისრიდან .ან ციცაბო დაღმართზე დაშვებისას ქალები ცდილობენ გვერდულად დაეშვან მოკლე ნაბიჯებით, ხოლო მამაკაცები ფეხებს ფართოდ ჩაჩხავენ და ისე ეშვებიან და ა.შ. განსხვავებულია ჰობი და ინტერესებიც, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობიდან ყალიბდება, პატარა ბიჭუნა თამაშობს ომობანას, ან აქვს საყვარელი სათამაშო მანქანა, ხოლო გოგონებს თოჯინებით ერთობიან და ექიმის როლს ირგებს, შესაბამისად ბიოლოგიური თეორიის თანახმად მამაკაცებს გენეტიკურად განუმტკიცდათ დომინირება, ხოლო ქალებს მზრუნველობა. ახლა კი გავეცნოთ გასართობ-ტესტს ვიქტორინას, რომელიც ქალებისთვის და კაცებისთვის ძირითადი სოციალური ინტერესებიდან გამომდინარე არის გაკეთებული.თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული ინდივიდი ვერ ერკვევოდეს საპირისპირო სქესის ინტერესებში, ბევრი ვიცით ფეხბურთის მოყვარული ქალბატონები ან სერიალის მოყვარული კაცები. 491 11-ს მოსწონს
|