სხვა ამ მწერლის წინასწარმეტყველება ერთიმეორეს მიყოლებით სრულდება! 2018, 22 თებერვალი, 10:36 აიზეკ აზიმოვის (Isaac Asimov), ცნობილი მწერალ-ფანტასტის და ამ ჟანრში, უამრავი წიგნის ავტორის, წინასწარმეტყვლება, რომელიც ერთიმეორის მიყოლებით ხდება, შოკში აგდებს თანამედროვე თაობას. შორეულ, 1964 წელს, ნიუ-იორკში უახლესი ტექნოლოგიების მსოფლიო გამოფენა ჩატარდა და The New York Times ჟურნალისტები მწერლის აზრით დაინტერესდნენ, მომავლის ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. იმან, რაც მაშინ მწერალმა თქვა, ირგვლივ მყოფების ღიმილი გამოიწვია. საინტერესო იქნებოდა, მათი რეაქცია ახლა, როდესაც ის ყველაფერი მართლა არსებობს. 1. სმარტფონი აიზეკ აზიმოვმა იწინასწარმეტყველა, რომ ტელეფონები გახდებოდა პორტატული. მას ექნებოდა ეკრანი. ხოლო, ხელოვნური თანამგზავრის მეშვეობით, აბონენტს პლანეტის ნებისმიერ წერტილში შეეძლება კავშირის განხორციელება. ასევე მან აღნიშნა, რომ მომავალში, ადამიანი ტელეფონიის ეკრანზე დაინახავდა იმას, ვისაც იმ მომენტში ესაუბრებოდა და მისი გამოყენება, სურათების გადასაღებად და წიგნის წასაკითხადაც იქნებოდა შესაძლებელი. 2. ბრტყელეკრენიანი ტელევიზორი მწერლის თქმით, მომავალში სურათივით ტელევიზორები იქნებოდა და მას კედელზე ჩამოკიდებდნენ. 3. 3D-კინო მან ასევე აღნიშნა, რომ მომავალში, კინო მოცულობითი გახდებოდა. ისეთივე იქნებოდა, როგორიც თეატრი არის და მისი ნახვის შესაძლებლობა, როგორც კინოთეატრებში, ისე ჩვეულებრივ ტელევიზორებში იქნებოდა შესაძლებელი. 4. ტაიმერი ტექნიკაზე აზიმოვი ამბობდა, რომ მთელი ტექნიკა ტაიმერებით იქნებოდა აჭურვილი და დროის ათვლა მოხდებოდა კერძის ან ყავის მომზადებამდე. 5. ნახევრად ფაბრიკატები საყინულეები სავსე იქნება ნახევრად მომზადებული კერძებით, რომლებსაც გააცხელებენ, სრულფასოვანი სადილის ან ვახშმის მოსამზადებლად. მაგრამ, კულინარია არ გაქრება და სამზარეულოს მომავალშიც გამოიყენებენ. 6. უკაბელო ტექნოლოგიებ მწერალმა იწინასწარმეტყველა, რომ მომავალში, თითქმის მთელი ტექნიკა, სადენების გარეშე იმუშავებდა. 7. რობოტები და კომპიუტერიზაცია მისი თქმით, კომპიუტერი იმდენად გავრცელდებოდა, რომ სასწავლო პროგრამის ნაწილი გახდებოდა. ხოლო, სპეციალური პროგრამებით აღჭურვილი რობოტები, ადამიანების მართვას შეძლებდნენ. 8. მარსის კვლევა ფანტასტს არ უწინასწარმეტყველია, რომ ადამიანები მარსზე ჩავიდოდნენ. მაგრამ, მან თქვა, რომ ჩვენს ნაცვლად წითელ პლანეტას მანქანები გამოიკვლევდნენ და ამ შემთხვევაშიც, მართალი აღმოჩნდა. 9. მზის ელექტროსადგურები იმ დროს, მზის ბატარიებს მხოლოდ კოსმოსურ ტექნოლოგიებში მოიხმარდნენ და მწერალმა, რა თქმა უნდა, ამის შესახებ იცოდა. სავარაუდოდ, სწორედ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით, განაცხადა, რომ მომავალში აუცილებლად იქნებოდა ელექტროსადგურები, რომლებიც მთლიანად მზის ენერგიის პანელებით იქნებოდა აღჭურვილი. 10. ინტერნეტი და საიტები მისივე თქმით, მომავალში იარსებებდა ინფორმაციის უძირო საცავი, რომლიდანაც ინფორმაციის მიღებას, სპეციალური ქსელური კავშირების გამოყენებით, ნებისმიერი ადამიანი შეძლებდა. არის ისეთი წინასწარმეტყველება, რომელიც ჯერ არ ამხდარა ან შეიძლება ითქვას, რომ ნაწილობრივ ახდა. მაგ., მიწისქვეშა ქალაქების და მფრინავი ტრანსპორტის არსებობა. თუმცა, ეს მხოლოდ ჯერ-ჯერობით... თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება: კაცობრიობის უდიდესი აღმოჩენები 10 საინტერესო ფაქტი ტექნოლოგიების შესახებ
586 11-ს მოსწონს
|