სხვა კუბერ-პედი – მიწისქვეშა ქალაქი, რომელშიც 3 500 კაცი ცხოვრობს 2017, 8 ნოემბერი, 11:16 კუბერ-პედის ცხოვრებლებმა ააშენეს ეკლესია, მუზეუმი, სურათების გალერეა, ბარი და სასტუმრო. ამაში საკვირველი არაფერი იქნებოდა, ყველაფერი ეს, მიწის ქვეშ რომ არ იყოს განლაგებული. ახლა ამ ქალაქში ტურისტების ნაკადი არ წყდება. ყველას აინტერესებს, როგორია ცხოვრება «წითელ პლანეტაზე».
მიწისქვეშა, სამთომომპოვებელთა ქალაქი კუბერ-პედი (Coober Pedy) პრეტენზიას მსოფლიოში ყველაზე უცნაური ქალაქის ტიტულზე აცხადებს. ის სამხრეთ ავსტრალიაში, ვიქტორიას დიდ უდაბნოშია დამალული, ქ. ადელაიდის ჩრდ–ით, მისგან 840 კმ-ს დაშორებით და ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი დასახლების პუნქტია ავსტრალიაში. თითქმის 3500 ადგილობრივი მოსახლე, ცარცული პერიოდის, თიხის ქანებიან გამოქვაბულებში ცხოვრობს. ამასთან, ისინი ცივილიზაციის ყველა სიკეთით სარგებლობენ: ავეჯით გაწყობილი ოთახებიდან დაწყებული – თანამედროვე სამზარეულოებით დამთავრებული (სველი წერტილები, აირის გამწოვები და ა. შ.). წყალი მილებით მიეწიდებათ, მიწისქვეშა წყაროებიდან, რომელიც ქალაქიდან 24 კმ-ით არის დაშორებული. მკაცრმა კლიმატმა ადგილობრივები აიძულა მიწისქვეშ ჩასულიყვნენ. დღე ჰაერი 50 გრადუსამდე ხურდება, ხოლო ღამე – 0 გრადუსამდე ეცემა. ქალაქის პეიზაჟი მთვარის ზედაპირს წააგავს: უსიცოცხლო უდაბნოა, მცენარეების გარეშე, ასობით კილომეტრზე ვრცელდება. თავდაპირველად, როდესაც ადამიანი ხვდება მზით გახურებულ წითელ დაბლობზე და ხედავს მოსწორებულ, «სუფთა» ლანდშაფტიან ზედაპირს, ისეთი შეგრძნება უჩნდება, თითქოს ეს ადგილი უსიცოცხლოა. მაგრამ, სინამდვილეში, აქ უნიკალური ქალაქია, თანამედროვე ინფრასტრუქტურით: ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ქალაქში საცხოვრებელი ადგილი ტურისტებისთვისაც მოიძებნება. ეს დერეფანი სწორედ სასტუმროს ნაწილია და მის ორივე მხარეს, ოთახები მდებარეობს ქალაქში ჩასული სტუმრებისთვის. რაც შეეხება ადგილობრივებს, ისინი ქალაქში ძალიამ მყუდროდ ცხოვრობენ. ზოგიერთი სახლი ნახევარსარდაფის ტიპის არის და გამოსასვლელი როგორც გარეთ, ისე ქალაქის რომელიმე გვირაბშიც აქვს, რომ საჭიროების შემთხვევაში, გარეთ გასვლა და მცხუნვარე მზის გულზე სიარული არ მოუხდეს. ამ ორიგინალური ქალაქის ისტორია 1915 წელს დაიწყო, როდესაც ოქროს მაძიებელი მამა-შვილი მოხვდა ამ ადგილზე.
იქ მისულმა სამთომომპოვებლებმა ვერ გაუძლეს მაღალ ტემპერატურას და სახლების მშენებლობა პირდაპირ მაღაროებს შორის დაიწყეს. ასე გაჩნდა ქალაქში, დაახლოებით, 1 500-მდე მიწისქვეშა სახლი. თანამედროვე მსოფლიოში, კუბერ-პედი უკვე დიდი ხანია, რაც ოპალის მთავარი მომწოდებელია. მაგრამ, უფრო მეტად, იქ ძვირფასი ქვების სანახავად კი არა, ქალაქის დასათვალიერებლად ჩადიან. ქალაქის სახელი ითარგმნება, როგორც «თეთრი ადამიანის სორო» და ეს გამოთქმა, ქალაქის აშენებამდე, ჯერ კიდევ 20-იან წლწბში გაჩნდა. მაღაროების, სასტუმროების და სახლების გარდა, მიწისქვეშ ულამაზესი ეკლესიაც მდებარეობს. და რა თქმა უნდა, საიუველირო მაღაზია, რომელშიც ოპალისგან დამზადებული სამკაულები იყიდება. ადგილობრივებს და ქალაქის სტუმრებს კაფე-ბარები ემსახურება: შეიძლება გოლფის თამაშიც, მაგრამ ეს უკვე ქალაქის ზედაპირზე, სპეციალურად მოწყობილ მოედანზე. «მიცვალებულთა იმპერიაში» ცოცხალი ადამიანები ცხოვრობენ მანათობელი გზები საინტერესო ფაქტები მსოფლიოს ქვეყნების შესახებ 1114 8-ს მოსწონს
|