საზოგადოება ხანძარი მეტროსადგურ „მარჯანიშვილზე“ 2018, 9 თებერვალი, 13:34 ხანძარი იყო მეტროსადგურ „მარჯანიშვილზე“. ცეცხლი დღეს დილით სადგურის ქვედა ვესტიბიულში განთავსებულ დიდ საინფორმაციო დაფას გაუჩნდა. სავარაუდოდ აალება მოძველებულმა ელექტროსადენებმა გამოიწვია. ამ ეტაპზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა. თუმცა, პრესსამსახურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ცეცხლის ჩაქრობა მალე მოხერხდა და სადგურიდან მგზავრების ევაკუაციის აუცილებლობა არ დამდგარა. ამ დროისთვის მეტროპოლიტენი შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას, 597 3-ს მოსწონს
|