x
image
მანჩო 777
ტრაგიკული სიყვარულის ისტორიები - გრეის კელი და პრინცი რენიე
მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის დიდი სიყვარული არ ყოფილა, ჰოლივუდის დივასა და მონაკოს პრინცს შორის ურთიერთობა მაინც შევიდა ისტორიაში, როგორც ХХ საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და ცნობილი რომანი.



image


გრეის პატრისია კელი, ვინ იყო ის?… ერთნი მასში ანგარებიან კინოდივას ხედავდნენ, რომელიც რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში საკმაოდ წარმატებულად ასრულებდა პატარა სახელმწიფოს პრინცესის როლს. სხვები მას გამოცდილ კახპად მიიჩნევდნენ, რომელიც უსირცხვილოდ იცვლიდა საყვარლებს მაგრამ ამ ბრწყინვალებისა და სკანდალური სენსაციების მიღმა მარტოხელა, მოაზროვნე სული იმალებოდა - ქალის სული, რომელიც ბედნიერებაზე ოცნებობდა და რომელიც ამ ბედნიერების მახეში გაება.



image




საშინელებათა ფილმების მამის -ალფრედ ჰიჩკოკის საყვარელი მსახიობი გრეის კელი Grace Kelly) ჰოლივუდის სხვა კინოვარსკვლავებისაგან ნორდული გარეგნობითა და თავშეკავებული, არისტოკრატული მანერებით გამოირჩეოდა, თავდაჭერილობით და ქცევებით ის ნამდვილ პრინცესას ჰგავდა, თუმცა ამ ლამაზი, ცივი ფასადის მიღმა ქალის მგრძნობიარე, სიყვარულს მოწყურებული ნატურა იმალებოდა, რომელიც უარს არ ამბობდა არც მცირეხნიან ავანტიურულ კავშირებზე და არც ანგარიშიან, მომგებიან ურთიერთობაზე. ლამაზი, ცივი, ერთი შეხედვით უკარება გრეის კელი მამაკაცებს თავგზას უბნევდა -იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს იყო აუღებელი ციხე-სიმაგრე, რომლის დაპყრობასაც ვერავინ ვერ შეძლებდა.

მაგრამ ყველაფერი ისე როდი იყო, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა: მსახიობი ქალის უწესო, აღვირახსნილ კავშირებზე კულუარებში ლეგენდები დადიოდა. მას შეეძლო გაცნობისთანავე ლოგინში ჩაგორებოდა უბრალო ოპერატორს და ამავე დროს ქედმაღლურად მიეღო ირანს შაჰის ტრფიალი. ბიოგრაფები დაბეჯითებით ამტკიცებენ, რომ ქალს ნიმფომანია და მცირე ფსიქიკური გადახრები ჰქონდა-წარმოდგენებში ის თავის თავს მოუწვდომელ ყინულის დედოფლად თვლიდა. გადაღებებისას გრეისი ყოველთვის აბამდა რომანს პარტნიორებთან, ხოლო ფილმ " შუადღის" გადაღებისას მისი საყვარელი გახდა არა მხოლოდ მსახიობი გარი კუპერი, არამედ ფილმის რეჟისორი ფრედ ცინემანიც, თუმცა გრეისი თავის კავშირებს საიდუმლოდ ინახავდა და სხვა ჰოლივუდელი ვარსკვლავებივით აფიშირებას არ ახდენდა.



image



მოჩვენებითმა ქედმაღლობამ და მიუკარებლობამ, რომელიც მის გარშემო შექმნა გრეის კელიმ, მის სასარგებლოდ ითამაშა - ჰოლივუდში მას "მისს მაღალი საზოგადეობა" შეარქვეს და თვლიდნენ, რომ ქალის ღირსი მხოლოდ ნამდვილი პრინცი იყო და სხვა, უბრალო მოკვდავს ის ცოლად არ უნდა გაჰყოლოდა. ანგელოზისებრმა გარეგნობამ და კარგმა იმიჯმა თავის საქმე გააკეთა-ქალით მონაკოს პრინცი რენიე III დაინტერესდა, რომელიც უკვე დიდი ხანია ეძებდა ღირსეული საცოლის კანდიდატურას.



image



იმ დროისათვის რენიე შეყვარებული იყო. მისი რჩეული – ჟიზელ პასკალი, მსახიობი ქალი მშვენიერი სევდიანი თვალებით. ისინი უკვე 6 წელია ერთად არიან. ბედნიერები, განუყრელები, ერთმანეთს შესანიშნავად ავსებენ, მაგრამ… წყვილი უნდა დაშორდეს. ჟიზელს არასოდეს ეყოლება შვილები, რენიეს კი არ აქვს უფლება, მემკვიდრის გარეშე დარჩეს. მოვლენების ასეთი განვითარება არ აწყობდა მილიარდერ არისტოტელე ონასისსაც. 1949 წელს რენიემ, რომელსაც მემკვიდრეობად გაპარტახებული სამეფო ერგო, ბერძენ მილიონერს “Societe des Bains de Mer”-ის, მონაკოს საუკეთესო უძრავი ქონების მფლობელი კომპანიის საკონტროლო პაკეტი მიჰყიდა. ონასისმა სამეფოს წესრიგში მოიყვანა დაიწყო: აღადგინა კაზინოები, სასტუმროები, ააშენა ახალი იპოდრომი, მოაწყო ნავმისადგომები. ის, რა თქმა უნდა, დაინტერესებული იყო თავისი ინვესტიციების მომგებიანობაში, ამიტომაც პრინცისთვის საცოლის შერჩევა მოინდომა. მისი საქმიანი ინტერესები ახალ მსოფლიოს უკავშირდებოდა, ამიტომ გადაწყვიტა, რომ რენიეს საცოლე ამერიკელი კინოვარსკვლავი უნდა გამხდარიყო.



image



გრეისი შესანიშნავად იყო აღზრდილი, თავაზიანი და კეთილმოსურნე, სხვების ყურადღებით მოსმენა შეეძლო, ბრწყინვალედ ფლობდა წერისა და საუბრის კულტურას, ულამაზესი ხმა ჰქონდა, კარგად აწონ-დაწონილი გადაწყვეტილებების მიღება ეხერხებოდა, მუდამ აღწევდა დასახულ მიზანს. მისი კერპი ინგრიდ ბერგმანი გახლდათ. 18 წლიდან საკუთარი შრომით ირჩენდა თავს და იხდიდა სწავლის საფასურს. მასში წარმოუდგენლად ერწყმოდა მანკიერება და სინაზე, პრაქტიკული და მეოცნებე ქალი. გარეგნულად “ცივი ლედი”, რომელშიც პატარა ეშმაკი ბუდობდა. შესაძლოა, სწორედ ეს იდუმალი გაორება მოსწონდა მასში გენიალურ ჰიჩკოკს. ''-ის არის ვულკანი თოვლის ქვეშ, – ამბობდა რეჟისორი საყვარელ მსახიობზე, - ''მისი ცივი, ხაზგასმულად რესპექტაბელური გარეგნობის მიღმა წარმოუდგენელი ვნება იმალება''.



image



ეპოქალური გაცნობა, რომელმაც პატარა სახელმწიფოს ბედი შეცვალა, 1955 წელს მოხდა, კანის ფესტივალზე.

გრეისს, რომელიც უკვე 11 ფილმში გადაიღეს, რომელსაც ორი ''ოქროს გლობუსი'' და ''ოსკარი'' ჰქონდა მიღებული, შესთავაზეს ამერიკული დელეგაციის ხელმძღვანელობა კანის კინოფესტივალზე. ჟურნალმა Paris Match ამერიკის ერთ-ერთი ულამაზესი ქალისა და ევროპელი მონარქის ერთობლივი ფოტოსესია მოაწყო.



image


შეხვედრა შედგა. მის კელიმ და მონაკოს პრინცმა რენიე III-მ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, ფოტოგრაფებმა კი ეს მომენტი ფირზე აღბეჭდეს. პრინცმა გრეისს სასახლე დაათვალიერებინა, ბაღში გაასეირნა. როდესაც კელის ჰკითხეს, თუ როგორ მოეწონა პრინცი, მან უპასუხა: ''მომხიბვლელია, ჩემი აზრით, ძალიან მომხიბვლელია''. შემდეგ პრინცს მოკლე, თავაზიანი ბარათი გაუგზავნა, სადაც მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. ასე დაიწყო მათი მიმოწერა, რომელიც ნახევარ წელიწადს გაგრძელდა. სავარაუდოდ, ამაში ონასისის ხელი ერია: მან ჯერ კანის კინოფესტივალზე მისი ჩამოსვლის ორგანიზება მოაწყო, შემდეგ კი დაარწმუნა, გაეგზავნა პრინცისთვის ბარათი.



image



რენიემ დაქორწინება მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, როდესაც შეიტყო, რომ მის საცოლეს შვილის გაჩენა შეუძლია. ნიშნობა 1955 წლის დეკემბერში, გრეისის სამშობლოში, ფილადელფიაში შედგა. გრეისი სიხარულისგან ცაში დაფრინავდა – ოჯახის შექმნის სურვილი, მიმზიდველი სოციალური სტატუსი, ზღაპარში აღმოჩენა – ყველა ოცნება უსრულდებოდა. ალფრედ ჰიჩკოკს კი ეს ამბავი არ მოეწონა: ქორწილის შემდეგ, ქმრის ბრძანებით, კელიმ კინოში გადაღებას თავი დაანება. მეტიც, რენიემ აკრძალა მონაკოს ტერიტორიაზე გრეისის მონაწილეობით ფილმების ჩვენება.



image



თავადი რენიე კარგი პოლიტიკოსი იყო. ოსკაროსანი მსაახიობის ცოლად მოყვანა ერთ-ერთი ჭვიანური პიარ-სვლა იყო მის კარიერაში. ზღაპრულმა ქორწილმა, რომელიც 1956 წელს შედგა, არამარტო გააღვივა ინტერესო მონაკოს მიმართ, არამედ ეს რეგიონი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მხარედ აქცია.




image



ხალხი აღმერთებდა თავიანთ პრინცესას- გრეისმა მონაკოს აჩუქა არამარტო მემკვიდრე, არამედ ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები. ტურისტების ნაკადმა და ინვესტიციებმა პრობლემური ქვეყანა აყვავებულ ფინანსურ ცენტრად აქცია. გარეგნულად გრეისის ცხოვრება ახდენილ ზღაპარს ჰგავდა: ცნობილი კუტიურეების სამოსი, ფოტოსესია პრიალაკანიანი ჟურნალებისათვის, ვიზიტები და მიღებები სხვადასხვა ქვეყნებში - თავბრუდახვეული ქალი ფიქქობდა, რომ მისი ცხოვრება ახდენილ ზღაპარს ჰგავდა, თუმცა ყველა ზღაპარს აქვს დასასრული, ზოგჯერ არც თუ ისე კარგი...

გარეგნული ბრწყინვალების და უდარდელი ცხოვრების მიღმა ქალის სულირი ტანჯვა იმალებოდა-გრეისი, რომელმაც თავის თავში ჩაკლა ყოველგვარი ვნება და კინოს სიყვარული, იტანჯებოდა რენიეს მძიმე, აუტანელი ხასიათის გამო, ხოლო ის ვალდებლებები, რასაც მას სამეფო კარი უწესებდა, იძულებულს ხდიდა პირადი გრძნობები დაევიწყებინა და პირადი ცხოვრებაზე უარი ეთქვა. რენიეს მან ერთი ბიჭი და ორი გოგონა აჩუქა: პრინცესა კაროლინა (1957), მემკვიდრე პრინცი ალბერტ II (1958), პრინცესა სტეფანია (1965).



image


ზღაპარს მიღმა: ქალი-გრეისი კი ქორწინებაში ბედნიერი არ ყოფილა, განსაკუთრებით ცხოვრების უკანასკნელ წლებში. რენიეს უმიზეზო აგრესიის შეტევები ემართებოდა, მას შეეძლო ცოლისთვის ღვინის ბოკალი ესროლა, ხალხის თანდასწრებით დაემცირებინა. გრეისს არასოდეს უტირია, არ გაუმართავს ისტერიკა. რბილი, მშვიდი ხმით უბრძანებდა მოახლეს, შეეცვალათ მისი უდიდებულესობისთვის ბოკალი.

შესაძლოა, რენიე მეუღლის საყოველთაო დიდებას ვერ ეგუებოდა და ეჭვიანობდა. მონაკოს ცხოვრების დონე სულ უფრო მაღლდებოდა და უამრავი ადამიანი ამას პრინცესა გრეისის გამოჩენას უკავშირებდა. მას მონაკოელების თილისმად და აყვავების სიმბოლოდ მიიჩნევდნენ. შესაძლოა, რენიეს აღონებდა ის ფაქტი, რომ ქვეყნის მოქალაქეებმა დაივიწყეს მისი ამაგი და ძალისხმევა, რაც მან კრიზისის დროს გასწია. ან შესაძლოა, მათ ვერ იპოვეს ერთმანეთში ის, რასაც ეძებდნენ… ან მათ შორის კვლავ ჟიზელი იდგა… 38 წლის ასაკში გრეისმა სერიოზული ოპერაცია გადაიტანა, რის შემდეგაც შვილების გაჩენა არ შეეძლო. ორგანიზმის ჰორმონალური ფონი დაირღვა. თავი იჩინა ჰიპერტონულმა კრიზმა, უძილობამ. გრეისი ცდილობდა, დეპრესიაში არ ჩავარდნილიყო. რეგულარულად ცურავდა აუზში, დაკავებული იყო აუტოტრენინგით, საღამოობით მღეროდა. მაგრამ ხანდახან წყობილებიდან გამოდიოდა, ტიროდა, უარს ამბობდა საკვებზე, საათობით ჩუმად იყო.

1982 წელს გრეისი საშინელ ავტოკატასტროფაში მოჰყვა: მან საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეასკდა. მანქანაში დედასთან ერთად მისი გოგონაც იმყოფებოდა, რომელსაც თითქმის არაფერი დაშავებია, პრინცესას ტრავმა კი ჯანმრთელობისათვის შეათავსებელი აღმოჩნდა და ის ავარიიდან მეორე დღეს, 52 წლის ასაკში გარდაიცვალა.

რეპორტიორები დღესაც საუბრობენ, რომ გრეის კელის ავტოავარია უბრალო შემთხვევითობა არ ყოფილა და ის პრინც რენიეს მიერ იყო დაგეგმილი. აქვს კი ამ ეჭვებს საფუძველი - ვინ იცის?



image

5
308
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
308
  
2018, 1 თებერვალი, 23:38
როცა ხალხს არ უნდათ ესეთი სტატიების წაკითხვა შენ ვერაფერს იზავ :)
2018, 1 თებერვალი, 23:19
გაიხარე, მეგობარო...ყოველთვის ვცდილობ, საინტერესო მასალა დავდო, თუმცა მკითხველია უინტერესო და რა ვქნა?:)
2018, 1 თებერვალი, 23:18
ჩემი აზრით, გრეისმა საკუთარ თავს თავად გამოუტანა განაჩენი,,მგონია, რომ მან თავი მოიკლა. არც ისე ადვილი აღმოჩნდა ზღაპარი რეალურ ცხოვრებაში:(
2018, 1 თებერვალი, 14:23
ძან საინტერესო სტატია მანჩო მალადეც ყოველთვის საინტერესო სტატიებს წერ
2018, 1 თებერვალი, 12:46
მე როგორც მაქვს წაკითხული, საჭესთან ინფარქტი გადაიტანა და პატარა ხრამში გადავარდა ქალიშვილთან ერთად. პრინცს რომ დაეგეგმა, შვილს არ გაწირავდა, ძალიან უყვარდა შვილები.
0 1 5