x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ნიკო გომელაურის სკულპტურა დააზიანეს, სკვერიც აღარ არსებობს
image


ნიკო გომელაურის სკულპტურა ვანდალურად არის დაზიანებული სავარაუდიდ გალერეა თბილისის მშენებლობის დროს. ინფორმაცია ინტერნეტით ვრცელდება. არსებული ცნობით, აღარც გომელაურის სკვერი არსებობს.


სკულპტურის ავტორის როკო ირემაშვილის თქმით, სკულპტურა იმდენად დაზიანებულია, რომ აღდგენას აღარ ექვემდებარება, „ბარგალკით“ მოჭრილი აქვს გვერდები, ბეტონის მასებიც ეტყობა.


„ეტყობა ბეტონიც მოზილეს ზემოდან, არ ვიცი. დეტალები დაკარგულია, ფაქტობრივად დაღეჭილია ამხელა რკინის მასა... რაც შეიძებოდა ექნათ, ყველაფერი უქნეს“, - აღნიშნა ირემაშვილმა „ლიბერალთან“.



„არ ვიყავი საქართველოში და ჩემმა მეგობარმა მითხრა დეკემბერში, რომ მგონი აღარ დგას სკულპტურაო. შემდეგ მივწერე მერიის ადმინისტრაციას და ვკითხე. ისინი საქმის კურსში საერთოდ არ იყვნენ. მოვედი, ვნახე, სკულპტურა არ იყო. მერიაში კიდევ მოვიძიე, არ იცოდნენ სად იყო სკულპტურა. დამაწერინეს განცხადება და დაიწყეს ძებნა, თუ სად იყო სკულპტურა. ეს იყო მუნიციპალური საკუთრება, მუნიციპალური დაკვეთით გაკეთებული. ფაქტობრივად მერიის საკუთრებას ვიღაცამ დაუკითხავად რა უქნა არ ვიცი“, - ამბობს ირემაშვილი.


მისი თქმით, შემდეგ მას დაუკავშირდა თეატრის ხელმძღვანელობა და უთხრეს, რომ სურდათ საკუთარი ხარჯებით აღედგინათ სკულპტურა. „შემდეგ მანახეს ეს დაზიანებული სკულპტურა, თუ შეგიძლია აღადგინოო“.


ამ ადგილზე გალერეა თბილისის კომპლექსი შენდებოდა, ნიკო გომელაურის სკვერი ფაქტობრივად აღარ არსებობს. სკულპტურა 2014 წელს მერიის არქტიტექტურის სამსახურის იცინიატივით გააკეთეს.


image

0
47
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0