საზოგადოება დიახ, 10 ლარად 4 ბოთლი ზეთი მოუვა ადამიანს, მეტი რა გინდათ - გუგული მაღრაძე 2018, 30 იანვარი, 20:19 პარლამენტარი გუგული მაღრაძე, რომელიც უცნაური განცხადებებით გამოირჩევა, ტრადიციას არ ღალატობს და მოსახლეობის გაოცებას კიდევ ახერხებს. მორიგი ხმაურიანი განცხადება მან ტელეკომპანია „იბერიას“ პირდაპირ ეთერში, თოქ-შოუ „თავისუფალ სივრცეში“ საუბრისას გააკეთა. ეს შეფასებები მან ფასების ზრდასა და მოქალაქეთა ეკონომიური მდგომარეობის გაუარესებაზე მსჯელობისას გააკეთა. ამჯერად გუგული მაღრაძემ აღნიშნა, რომ 10 ლარად ადამიანს 4 ბოთლი ზეთის შეძენა შეუძლია. „ცხადია, ფასები გაიზარდა, მაგრამ ეს არ არის ლოკალური ამბავი. ამერიკის შეერთებულ შტატებში 500 დოლარი ადრე სერიოზულ შემოსავლად მიიჩნეოდა, მაგრამ ახლა ასე არ არის. ფასები ყველგან აიწია და ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ? არის სპეციალური პროგრამები მერიებში, როდესაც შეჭირვებულია ადამიანი და დენის გადასახადი გაიზარდა, გარკვეულ დონემდე გადასახადს ვუფარავთ, “ - აღნიშნავს მაღრაძე 1739 7-ს მოსწონს
|