x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ჰოსპიტალში ყოველთვე 1000 ლარს ბიძინა ივანიშვილი ფარავს - დავით სოკოლოვი
image


"მოამბის" ყოფილი წამყვანი დავით სოკოლოვი ჰოსპიტალში მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, ხოლო, ცხოვრების საფასურ თანხას, რომელიც ყოველთვიურად 1000 ლარს უდრის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი უხდის. შესაბამის თემაზე სოკოლოვმა ტელეკომპანია "იბერიას" გადაცემაში "ფაბრიკა" თავად ისაუბრა.


სოკოლოვმა ჰოსპიტალში არსებულ საყოფაცხოვრებო პირობებსა და მომსახურებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კუთხით კმაყოფილია.


ცნობილი ტელე წამყვანი თბილისის ყოფილ მერსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მან არაერთი თხოვნის მიუხედავად მისი პრობლემა უყურადღებოდ დატოვა.



„ხუთჯერ მარტო დავით ნარმანიას შევხვდი. ნწუ-ნწუ-ნწუ, დედა-დედა, ეს რა ხდებაო, მაგრამ არაფერი არ გააკეთა. ბოლოს შევუთვალე, ერთად დაგვსვი და ჩვენ გავარკვევთ საკითხს მეთქი, “ - აღნიშნა სოკოლოვმა.


0
631
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
631
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0