საზოგადოება თბილისის საბავშვო ბაღებში ტილებია მოდებული 2018, 27 იანვარი, 14:41
თბილისში მოქმედ საბავშვო ბაღებში ტილებია მოდებული. ამის შესახებ ინფორმაციას ბაღების მართვის სააგენტოში ჟურნალისტებთან ადასტურებენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ „იმდენად საგანგაშო მდგომარეობა არ არის, რომ საკითხის განხილვა დღის წესრიგში დადგეს“.
სააგენტოში განმარტავენ, თუ რა ღონისძიებებს მიმართავენ მსგავს შემთხვევაში. „კვირაში ერთხელ ექთნები ბავშვებს ამოწმებენ, მშობლებს აძლევენ რეკომენდაციას თუ როგორ უნდა გაუსუფთავონ ბავშვს თმა და ვიდრე ბავშვი პარაზიტისგან არ გაიწმინდება ბაღში არ დაიშვება. ეს ჩვეულებრივი პროცედურაა“, - აღნიშნეს ბაღების სააგენტოში. თავის ტილები არაა გამოწვეული ბინძური თმით, ან ცუდი ჰიგიენით. ტილი ნებისმიერი ტიპის თმას შესაძლოა შეესიოს, დამოუკიდებლად თმის სიგრძისა და მდგომარეობისა. როგორც წესი, ტილებს მკურნალობენ სამკურნალო ლოსიოონებით ან სპრეით, რომლებიც კლავს ტილებს, ან სპეციალური სავარცხლით სველი თმის დავარცხნით. სველი თმის დავარცხნით წამლების გარეშეც შესაძლებელია ტილების მოშორება, მაგრამ ეს უნდა იყოს რეგულარული და სავარაუდოდ დასჭირდება უფრო დიდი დრო. სამედიცინო ლოსიონი ან სპრეი არის ალტერნატივა. თუმცა არც ერთი წამლით მკურნალობა არაა 100%-ით ეფექტური. თქვენი ფარმაცევტი გირჩევთ რომელი ლოსიონი თუ სპრეია უკეთესი. 69 1-ს მოსწონს
|