x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ბოდბეში ხანძრის შედეგად 78 წლის კაცი დაიწვა - ექსკლუზიური ვიდეო
image


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში ღამით გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა. გარდაცვლილია 78 წლის გოგია გოგოშვილი, რომელიც სახლში მარტო ცხოვრობდა. წინასწარი ინფორმაციით, აალება შეშის ღუმელმა გამოიწვია.


ხმაური და ცეცხლის ალი მეზობლებმა შენიშნეს და სამაშველო ეკიპაჟი გამოიძახეს, თუმცა მარტოხელა მამაკაცის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა. ცხედარი გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.


შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა სიღნაღის მერი გოგი გოგილაშვილი, რომელიც ოჯახს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარებას დაპირდა.



მოკვლევას სიღნაღის რაიონული პოლიცია აწარმოებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რომელიც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია.

4
94
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
94
  
2019, 25 აგვისტო, 23:51
სხვა ადგლას იყო ეგ ხანზარი მე არმინახია მაგრამ მითხრეს ეგ ჩვენთან შორს არის ეგ ადგილი მე ვარ ეხლა გაჩერების ქვემოთ
2019, 25 აგვისტო, 23:46
2018 წლის იანვარში მოხდა... ვიდეო დევს და რანაირად არ მომხდარა? აბა გრაფიკას ხედავ?
2019, 25 აგვისტო, 23:26
დახლოვებით როდის მოხდა ეს ამბავი ან საითა მხარე მეც ბოდბეში ვვარ და ეგეთი რამე არ მომხდარა ქვემოში ვარ ძუსთად
2019, 25 აგვისტო, 23:25
გამარჯობა
0 1 4