x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
საქართველო უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე გააფრთხილეს, მიზეზი თავშესაფრის მაძიებელთა 50%-ით ზრდაა
image


საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება ევროკავშირის არცერთ ქვეყანას არ მოუთხოვია, თუმცა ამ საკითხის განხილვა წინასწარ გაფრთხილებად უნდა ჩაითვალოს, – ამის შესახებ „რადიო თავისუფლების“ კორსპონდენტი ბრიუსელიდან იუწყება, სადაც ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში მოქმედმა სავიზო ჯგუფმა შეხვედრა გამართა, რომელზეც ორი ქვეყნის - საქართველოსა და ალბანეთის გამო შეშფოთება გამოთქვეს.


ამ ეტაპზე საქართველოს შეშფოთების საფუძველი არა აქვს, თუმცა შეშფოთების პირველი ნიშნები უკვე გამოჩნდა, აღნიშნავს რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი. 23 იანვარს ევროკომისიის ანგარიშს ევროკავშირის საბჭოს ფარგლებში მოქმედი სავიზო ჯგუფი განიხილავდა და 22-23 იანვარს იოზვიაკს საშუალება მიეცა არაერთი ქვეყნის წარმომადგენელს გასაუბრებოდა:


„ამავე წყაროს თანახმად, საქართველოზე მსჯელობის მიზეზი გახდა ერთ წელიწადში (2016-2017 წწ.) საქართველოდან ევროკავშირის ზოგ ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა დაახლოებით 50%-ით გაზრდა.



ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი ნატალი საბანაძე ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სავიზო ლიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ ევროპაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა აღინიშნება.


2017 წლის 28 მარტს საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის/შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლება მხოლოდ მას შემდეგ მიენიჭათ, რაც ძალაში შევიდა მიგრაციის ტალღების გასაკონტროლებლად შემუშავებული სპეციალური მექანიზმი.


„შეჩერების მექანიზმი“ ამოქმედდება, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუკი უვიზო მიმოსვლის უფლების მქონე რომელიმე ქვეყნიდან ევროკავშირის რომელიმე მიმღებ ქვეყანას მიგრანტთა დიდი ნაკადი მიაწყდება“, – ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

1
162
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
162
  
2018, 26 იანვარი, 0:36
aseti umaduri tom iqneba adamiani am ayvavebuli qveynidan gaqcevas da sxvagan tavshesafris motxovnas ikadrebs ki unda sheracxo mogalated. raze itxov bizia ucxo qveyanashi tavshesafars? mtavroba ar gyavs kargad? premia danamatebs ver igeben? tu tvalshi ver gayrian nacars? oi she umaduroooo moshordi am qveynidan saswrafod sadme ar gadameyaro da lukma puri gamougzavne shen ojaxs
0 1 1