x
image
მანჩო 777
ცნობილი ადამიანები, რომლებიც უბიწოები გარდაიცვალნენ
ისტორიამ შემოგვინახა რამდენიმე ცნობილი ისტორიული პიროვნების სახელი, რომლებსაც რელიგიური მოსაზრებების, პრინციპულობის, ფიზიკური ნაკლის ან უბრალოდ სიჯიუტის გამო სიყვარულის სიამოვნება არ უგემნიათ და უბიწოები წავიდნენ ამ ქვეყნიდან. ალბათ ბევრი თქვენგანი გაოცდება, როცა ამ სიაში ზოგიერთ მათგანს აღმოაჩენს.



image


მაშ ასე, თქვენს წინაშეა ათი ცნობილი ადამიანი, რომლებიც უბიწოები გარდაიცვალნენ.


1. დედოფალი ელისაბედი (ინგლისელი)-ქალწული დედოფალი




image



ინგლისის და ირლანდიის დედოფალი ელისაბედ I (1533-1603) საკმაოდ მკაცრი და ჭკვიანი მმართველი იყო. მას არ უნდოდა, რომ ძალაუფლება ვინმესთვის გაეყო, ამიტომ არასოდეს არ ყოფილა გათხოვილი. დროთა განმავლობაში მას ჩამოუყალიბდა იმიჯი ქალისა, რომელიც თავის სამუშაოზე და თავის ხალხზე იყო დაქორწინებული, ამიტომ მან მიიღო წოდება ქალწული-დედოფალი.



2. იმანუელ კანტი



image


იმანუელ კანტის (1724-1804) სახელი ყველაზე პოპულარულია თანამედროვე ფილოსოფიაში. ეს იყო ადამიანი, რომელმაც თავისი სიცოცხლე ისტორიის, რელიგიის და პოლიტიკის შესწავლას მოანდომა. მოკლედ რომ ვთქვათ, ფილოსოფოსი ისეთი დაკავებული იყო, რომ სიყვარულისთვისაც კი არ რჩებოდა დრო. ის 79 წლის ასაკში ვაჟიშვილად გარდაიცვალა.


3. ჰერბერტ სპენსერი


image


მე-19 საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი მეცნიერი ჰერბერტ სპენსერიც (1820-1903) საკმაოდ გამოუცდელი იყო სასიყვარული საქმეებში. შესაძლებელია იმიტომ, რომ ცნობილი ფილოსოფოსი და სოციოლოგი, ევოლუციონიზმის თეორიის ფუძემდებელი სქოლიოზით იყო დაავადებული.


4. ჯოზეფ კორნელი



image


ცნობილმა ამერიკელმა მხატვარმა, სკულპტორმა და ავანგარდისტმა კინორეჟისორმა ჯოზეფ კორნელმა (1903-1972) თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი პატარა ხის სახლში მარტოდმარტო გაატარა. ცნობილია, რომ კორნელი, რომელსაც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა, 69 წლის ასაკში უბიწო გარდაიცვალა.


5. ჰანს კრისტიან ანდერსენი



image


წერილებიდან, რომლებიც სიცოცხლის უკანასკნელ წლებში დაწერა ყველასათვის საყვარელი ზღაპრების დანიელმა ავტორმა ჰანს კრისტიან ანდერსენმა (1805-1875), ჩანს, რომ მას თავისი ცხოვრების მანძილზე სასიყვარულო ურთიერთობები არ ჰქონია.

ანდერსენი არასოდეს არ ყოფილა დაქორწინებული და სამწუხაროდ, არ უგემნია ფიზიკური სიყვარულის ბედნიერება.


6. ნიკოლა ტესლა



image



უდიდესი გამომგონებელი და მეცნიერი ნიკოლა ტესლა (1856-1943) ძალიან უცნაური ადამიანი იყო. მან ჩვენთვის ძალიან საჭირო უამრავი ნივთი გამოიგონა და რაც მთავარია, კაცობრიობას აჩუქა შეუფასებელი ინფორმაცია თანამედროვე ელექტროტენიკის შესახებ, მაგრამ ყველა ეს კვლევა და გამოგონება, როგორც ჩანს, მას დიდი მსხვერპლის და ასკეტიზმის ფასად დაუჯდა.

ტესლა ამტკიცებდა, რომ სწორედ უბიწოება დაეხმარა მის ჭკუას და გონებას სიცოცხლის ბოლომდე დარჩენილიყო საღი და ნათელი. მეცნიერი, გარდა ასეთი ასკეტიზმისა, მისდევდა კვების საოცრად მკაცრ გრაფიკს.

მიუხედავად იმისა, რომ ტესლა სიცოცხლის ძირითად ნაწილს ნიუ-იორკის სასტუმროებში ატარებდა, ის ამ გრაფიკის და ცხოვრების სტილის ერთგული რჩებოდა. მაგალითად, ცნობილია, რომ ის ყოველთვის ვახშმობდა 8:10 საათზე და დღეში ასჯერ იწმინდავდა ფეხებს სველი პირსახოცით. ეს პროცედურა, მეცნიერის აზრით, ახდენდა თავის ტვინის სტიმულაციას და აუმჯობესებდა მის აქტიობას.


7. ლუის კეროლი



image



ყველასთვის საყვარელი ზღაპრის "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" ავტორ ლუის კეროლს (1832-1898), გარდა იმისა, რომ არასოდეს არ დაქორწინებულა, ასევე არ ჰქონია სასიყვარულო ურთიერთობა. საერთოდ, კეროლის პირადი ცხოვრება-ერთი დიდი სკანდალია, რადგან მისი აზრები და შეხედულებები რომანტიული უთიერთობების შესახებ ძალიან ურთიერთსაწინააღმდეგო და უცნაური იყო.


8. ისააკ ნიუტონი



image



ისააკ ნიუტონიც (1642-1727) არასოდეს არ ყოფილა დაქორწინებული. უფრო მეტიც, საყოველთაოდ ცნობილია, რომ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მეცნიერი საერთოდ არ ინტერესდებოდა სასიყვარულო ურთიერთობებით. ნიუტონი მარტოსული ადამიანი იყო და მისი თანამედროვე ჟამთააღმწერლების ცნობებს თუ დავუჯერებთ, ის უბიწო გარდაიცვალა.


9. დედა ტერეზა


image


დედა ტერეზამ მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა ადამიანებს, კეთილ საქმეებს და ღმერთს. კათოლიციზმის მხურვალე მიმდევარსა და მქადაგებელ დედა ტერეზას არასოდეს არ ჰქონია სასიყვარულო ურთიერთობა და ის ქალწული გარდაიცვალა.


10. ადოლფ ჰიტლერი?



image


რა თქმა უნდა, ეს ყველაზე საკამათო და რაც მთავარია, საფუძველს მოკლებული მტკიცებულებაა, თუმცა თუ ჭორებს დავუჯერებთ, ადოლფ ჰიტლერი უბიწო გარდაიცვალა.

ალბათ ბევრი თქვენგანი იტყვის, რომ ეს უაზრო ბოდვას ჰგავს, აბა როგორ? -მეოცე საუკუნის ყველაზე ცნობილ ტირანს ხომ ჰყავდა ცოლი-ევა ბრაუნი და კიდევ უამრავი საყვარელი? თუმცა დიდ ფიურერთან დაახლოებული ბევრი პირი ამტკიცებდა, რომ სავსებით შესაძლებელია, ჰიტლერი დაქორწინდა იმისთვის, რომ გაექარწყლებინა ჭორები, თითქოს მის ორგანიზმში ყველაფერი წესრიგში როდი იყო. ფიურერი შეპყრობილი იყო არიული რასის უპირატესობის იდეით და მსოფლიოს დაპყრობის დაუცხრომელი ჟინით და სამხედრო საქმეების გარდა მას არავინ და არაფერი არ აინტერესებდა.



7
2007
20-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2007
  
2018, 25 იანვარი, 16:48
ისევ ვერ მიხვდი? შენიშვნა არ მომიცია :)
2018, 25 იანვარი, 16:47
რაც მე დადვწერე ისიც ცნობილია ისტორიულად, ნამდვილად არ დამსიზმრებია :)
2018, 25 იანვარი, 16:47
ნუ მიიღებთ: :) არც მე მივიღებ და 1:1 ანგარიში :დდ
2018, 25 იანვარი, 16:46
რატომ მიიღე ეს კომენტარი საკუთარ თავზე ეს ხომ შენი მოფიქრებული არ არის? მე ფაქტზე გავამახვილე ყურადღება და არა სტატიაზე. შენიშვნას ვერ მივიღებ :)
2018, 25 იანვარი, 16:42
სხვა ბევრი დედოფალიც იყო, რომლებიც არ გათხოვილან, მაგრამ მათთვის ქალწული დედოფალი არ დაურქმევია ხალხს. არც მე მჭერია სანთელი მის სასთუმალთან და არც თქვენ, ისტორიულად რაცაა ცნობილი, ის დავწერე. :)
2018, 25 იანვარი, 16:32
ელისაბედიც არ გათხოვილა, მაგრამ სინამდვილეში ბევრი საყვარელი ყავდა :)
2018, 25 იანვარი, 15:04
კი ჰიტლერზე არსებობს საფუძვლიანი ეჭვი...მაგის შესახებ რამდენიმე პუბლიკაცია მაქვს ჯერ კიდევ 80-იან წლებში წაკითხული,როგორც ამტკიცებდნენ ტრადიციულად არ შეეძლო ინტიმური კავშირი და მაზოხისტური გაუკღმართებული რაღაცეებით კმაყოფილდებოდა(აღწერილი იყო ისსაზიზღრობებიც)
0 1 7