საზოგადოება ინდოელი მაჰარაჯის ჰარემის ფოტოები 2018, 24 იანვარი, 18:44 ეს იშვიათი ფოტოები რაჯასტჰანის შტატის დედაქალაქის-“ვარდისფერ ქალაქად" წოდებული ჯაიპურის მმართველის -მაჰარაჯა რამ სინგჰ მეორის მიერა გადაღებული. უნიკალური კადრები მაჰარაჯის მმართველობის პერიოდს ასახავენ 1835-1880 წლებში. რამ სინგჰი ფოტოგრაფიით იყო გატაცებული და თავის თანამედროვეებს ხშირად უღებდა ფოტოებს, მათ შორის თავის მრავალრიცხოვან ცოლებს, ჰარემის ზედამხედველებს, მინისტრებსა და ფაკირებსაც კი.
ეს ფოტოები 1857-დან 1864 წლამდეა გადაღებული, თუმცა მინის ნეგატივების კოლექცია თითქმის საუკუნე ხელშეუხებლად ინახებოდა.
ინდოელი მმართველის მრჩეველი ფოტოგრაფიის საკითხებში ცნობილი ბრიტანელი ფოტოგრაფი მიურეი გახლდათ. რამ სიგჰი საათებს ატარებდა ლაბორატორიაში და თავად ამჟღავნებდა ფოტოებს, რომლებიც ისტორიის ფასდაუდებელ განძად იქცა.
რამ სინგჰი ჯერ კიდეც მცირეწლოვანი იყო, როცა ტახტზე ავიდა.მას კომფორტი უყვარდა და პროგრესიც იზიდავდა. სწორედ მისი მმართველობის დროს გახდა ჯაიპური ინდოეთის ყველაზე თანამედროვე ქალაქი, აშენდა მუზეუმები და სკოლები. გაიყვანეს წყალი.
თავად მმართველი ხშირად დასეირნობდა ქალაქის ქუჩებში ინკოგნიტოდ და ამოწმებდა როგორ ასრულებდნენ ჩინოვნიკები მათ მოვალეობებს. დროის უმეტეს ნაწილს კი, როგორც აღვნიშნეთ, ფოტოგრაფიას უძღვნიდა. მაჰარაჯას ერთერთი ცოლი ერთერთი ცოლი ჰარემიდან ორმაგი პორტრეტი, მაჰარაჯას ცოლი მკაცრი მზერით ეს მოხუცი ქალი სავარაუდოდ ჰარემის ზედამხედველი იყო ეს კი თავად მაჰარაჯა რამ სინგჰი გახლავთ ფაკირის პორტრეტი მაჰარაჯას ერთერთი მინისტრი ინდოელი წარჩინებულები სასახლეში სამეფო კარის დაცვა მაჰარაჯას ერთერთი ცხენი სამეფო კარის სტუმრების ჯგუფური ფოტო 225 1-ს მოსწონს
|