x
image
გემი დალანდი
საბჭოთა კოსმეტიკის ჰიტები
image

საბჭოთა კოსმეტიკა შორს იდგა სრულყოფილებისგან, ამიტომ სპეკულიანტებს ხშირად აკითხავდნენ ქალბატონები, რომ საზღვარგარეთიდან შემოტანილი კოსმეტიკა შეეძინათ, თანაც არც თუ ისე იაფად.წარმოგიდგენთ კოსმეტიკურ საშუალებებს, რომლებიც მთელ საბჭოთა კავშირში პოპულარობით სარგებლობდნენ და რომლითაც ყველა ქალი სარგებლობდა.


ტუში «НЕВСКАЯ КОСМЕТИКА»

imageშეფუთვაში იდო მყარი ტუში და პატარა ჯაგრისი, რომელიც ტუშზე უნდა გაგესვათ, შემდეგ კი წყლით დაგელბოთ. მოცულობასა და დაგრძელებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.



ტონალური კრემი «БАЛЕТ»

imageპირველი ტონალური კრემი სსრკ-ში, რომელიც 1981წელს გამოუშვეს. სახეზე სქელ ფენად ედებოდა და კანს სუნთქვის საშუალება არ ჰქონდა, თუმცა ქალბატონები მისი მეშვეობით მაინც ახერხებდნენ სახის კანის პრობლემური ადგილების დაფარვას.


რუჟი ESTEE LAUDER

imageმისი შეძენა მხოლოდ გადამყიდველებთან შეიძლებოდა, თანაც არც თუ ისე იაფად. მიუხედავად იმისა, რომ ვარდისფერი ყველას არ უხდება, ამ ფაქტს არად დაგიდევდნენ. ვისაც ყიდვა არ შეეძლო, პომადას რუჟის დანიშნულებითაც ხმარობდა. ამ ხერხს დღეს ხშირად მიმართავენ ვიზაჟისტები.


ფანქარი «РЕСНИЧКА»

imageამ ფანქარს ნამდვილად არ გააჩნდა ის სირბილე, რაც თვალის ფანქრებს უნდა ჰქონდეთ. ის ჯერ წყალში უნდა ჩაგელბოთ, შემდეგ კი ძლიერად დასწოლოდით, რომ ხაზი გაგევლოთ.


პუდრა LANCOME

image

თუ გაგიმართლებდათ, მისი ყიდვა ლეგალურადაც შეგეძლოთ, რიგში დგომის შემდეგ. როცა პუდრა თავდებოდა, მის კოლოფს გადასაგდებად მაინც ვერ იმეტებდნენ სარკის გამო.


თვალის ჩრდილი RUBY ROSE

imageთვალზე კარგად არ ისმევა, მაგრამ რა ფერთა გამაა! ზოგჯერ მას მხოლოდ 1 ან 2 ფერის გამო ყიდულობდნენ, რადგან სხვა არჩევანი უბრალოდ არ იყო.



პუდრა«ЛЕНИНГРАДСКАЯ»


image

ფხვიერი პუდრა, რომელიც წითელ მრგვალ შეფუთვაში იყო მოთავსებული. კანს ძალიან აშრობდა, ამიტომ ცხიმიანი კანისთვის იყო რეკომენდებული.


პომადა PUPA

image

Pupa Milano-ს ბრენდთან მხოლოდ სახელი აკავშირებდა, რადგან პოლონური გახლდათ. ამის მიუხედავად, თავისი ფერის გამო, საბჭოთა ლამაზმანებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.



თმის ლაქი «ПРЕЛЕСТЬ»

imageლაქი თავის სახელს ნამდვილად ვერ ამართლებდა. არა, ვარცხნილობას ფორმას ნამდვილად უნარჩუნებდა, ზოგჯერ 3 დღითაც კი. სწორედ ეს იყო მისი ნაკლიც. თმა ხმებოდა და წებოვანი ხდებოდა. ეს ლაქი დღესაც არის გაყიდვაში, მაგრამ ბევრად უფრო გაუმჯობესებულია.


კოსმეტიკური ვაზელინი «НОРКА»

image

ვაზელინს, როგორც ტუჩების დამატენიანებელ საშუალებას, ისე იყენებდნენ. კანი ტენიანდებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვაზელინი სრულად შეიწოვებოდა, კანი გამოშრობას იწყებდა.





0
105
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0