![რა ასაკშია ქალი ყველაზე ლამაზი -
კვლევის შედეგები ბევრს გააოცებს და
გაახარებს image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202109/20210908144227164.jpg)
ბრიტანელი და ამერიკელი მეცნიერები ხშირად გვანებივრებენ სხვადასხვა სახის აღმოჩენებით. ამჯერად მათ გადაწყვიტეს დაედგინათ ასაკი, როცა ქალის სილამაზე გაფურჩქვნის პიკშია.სულ ცოტა ხნის წინ ამტკიცებდნენ, რომ ქალი 30 წლისთვის უფრო ლამაზდება, შემდეგ კი სილამაზე ჭკნობას იწყებს, თუმცა ახალი გამოკვლევის შედეგები ბევრს გააოცებს და გაახარებს კიდეც.
![რა ასაკშია ქალი ყველაზე ლამაზი -
კვლევის შედეგები ბევრს გააოცებს და
გაახარებს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201801/2018010923250479351.jpg)
ამერიკელმა მეცნიერებმა ყველა დროის ყველაზე ლამაზი ქალების ასაკი გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ თანამედროვე სილამაზის ინდუსტრია- სულაც არაა ფულის გადაყრა და ნამდვილად მოიცავს ეფექტურ პროცედურებს და საშუალებებს, რომლებიც ქალებს სილამაზის შენარჩუნებაში ეხმარებიან. ბოსტონის უნივერსიტეტის სპეციალისტების კვლევის თანახმად, 30-40 წლის წინ ქალის სილამაზის საუკეთესო ასაკად 33 წელი იყო მიჩნეული. დღეს კი ეს რიცხვი გაზრდილია და ქალის სილამაზის საუკეთესო საშუალო ასაკად 38 წელია მიჩნეული.
![რა ასაკშია ქალი ყველაზე ლამაზი -
კვლევის შედეგები ბევრს გააოცებს და
გაახარებს image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201801/2018010923275679351.jpg)
ამ შედეგის მისაღებად ის ქალები შეისწავლეს, რომლებიც ჟურნალ People-ის ყდაზე მოხვდნენ ბოლო 20 წლის განმავლობაში. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ 38 წელი-საშუალო ასაკია, რადგან ასევე ულამაზესი ქალების რიცხვს მიეკუთვნებიან 59 წლის შერონ სტოუნი და მიშელ პფაიფერი და 49 წლის ჯულია რობერტსი. ასე რომ, ძვირფასო ქალებო, ნუ შეგაშინებთ წლების მომატება და ნუ ეცდებით 20 წლის გოგონებში კონკურენტების დანახვას. დღეს ხომ მშვენიერი სქესის წარმომადგენლები წლების მატებასთან ერთად იხვეწებიან და ლამაზდებიან. აიღეთ თუნდაც ცნობილი კინოვარსკვლავები და მათი ახლანდელი ფოტო მათივე ახალგაზრდობის ფოტოებს შეადარეთ.35 წლის შემდეგ ისინი გაცილებით უკეთ გამოიყურებიან.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი კი ისაა, რომ ლამაზმანთა სიაში სულ უფრო იზრდება ფერადკანიანთა რიცხვი.
გახსოვდეთ, ულამაზო ქალი არ არსებობს, არსებობს ისეთი, რომელსაც თავისი სილამაზე ვერ გაუცნობიერებია.
აღმოაჩინეთ თქვენი სილამაზე!