x
image
გემი დალანდი
რატომ აცვია თეთრი თათმანები მიკი მაუსს?
imageგიფიქრიათ როდისმე, თუ რატომ აცვიათ დისნეის პერსონაჟებს თეთრი თათმანები? თუ ფიქრობთ, რომ ეს უბრალოდ მხატვრის ახირებაა-ცდებით.

თათმანები პირველად მიკი მაუსმა მოირგო, მაგრამ თავიდან მასაც ამ აქსესუარის გარეშე ხატავდნენ. ჯერ კიდევ 1928 წელს მიკის შიშველი თათები ჰქონდა. ნახევარი წლის შემდეგ ფეხსაცმლით, ხოლო 1929 წელს კი საფირმო თეთრი თათმანებით გამოჩნდა.

image

აი, სამი მიზეზი, თუ რატომ ატარებენ დისნეის პერსონაჟები თეთრ თათმანებს:



1.დროის ეკონომია

თათების დახატვა თითოეული კადრისთვის-შრომატევადი საქმე იყო.მე-20 საუკუნის 20-იან წლებში მხატვრებმა პროცესის დაჩქარების გზას მიაგნეს.პერსონაჟებს დეტალიზაციის გარეშე ხატავდნენ:დიდი თავი, დიდი თვალები, გრძელი კიდურები და 4 თითი.


2.კონტრასტი

იმ დროს კიდევ ერთი პრობლემა არსებობდა.არამკაფიო შავთეთრი გამოსახულება არ იძლეოდა შავი კიდურების აღქმის საშუალებას შავი სხეულის თუ საგნების ფონზე.თეთრი თათმანების საშუალებით მხატვრებმა შეძლეს აქცენტი გადაეტანათ თათებზე და ჟესტებზე.


3.გაადამიანურება

უოლტ დისნეიმ აღიარა:“ჩვენ არ გვსურდა, რომ მიკი მაუსს თაგვის თათები ჰქონოდა.ის ადამიანის მსგავსი უნდა ყოფილიყო, ამიტომ თათმანები ჩავაცვით".


სწორედ ამიტომ, თათმანები მიკის და სხვა პერსონაჟებს გაფერადების შემდეგაც დარჩათ. ეს ხერხი კი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ მისი გამოყენება დისნეის კონკურენტებმაც დაიწყეს.


image

0
26
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0