საზოგადოება „ხან დირექტორია, ხან პოლიტიკოსი, ხანაც მთავარი მელომანი თუ გურმანი“ - აკაკი გოგიჩაიშვილი 2018, 24 იანვარი, 12:55 აკაკი გოგიჩაიშვილი საკუთარი განცხადებით ნიკა გვარამიას აკრიტიკებს და რუსთავი 2-ში არსებულ უსამართლობაზე საუბრობს. „არ მესმის როდესაც არხის დირექტორი ქათმის ბარკლებს პირადად უკეთებს რეკლამას ეთერში, არ მესმის როდესაც ხან დირექტორია, ხან პოლიტიკოსი, ხანაც არხის მთავარი მელომანი თუ ქვეყნის მთავარი გურმანი და არ ესმის რომ ჟურნალისტები რომლებმაც შექმნეს არხი და დღესაც მხრებით მიაქვთ, ელემენტარულ ახსნას იმსახურებენ თუ რატომ არ უნდა გავიდეს ეთერში სიუჟეტი, რომელშიც უამრავი შრომა ჩადეს ან რატომ უნდა გადაინაცვლონ ერთი გადაცემიდან მეორეში თითების ერთი გაწკაპუნებით - კადრების განყოფილებიდან ერთი სატელეფონო ზარი ამას ნამდვილად არ შველის, “ წერს გოგიჩაიშვილი. მან რუსთავი2-ის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ დაწერა და სულ მალე „იბერიაზე“ ყოველდღიურ გადაცემა „ბიზნესკოდს“ წაიყვანს. აკაკი გოგიჩაიშვილის ვრცელი განცხადება ნახეთ აქ 329 1-ს მოსწონს
|