განათლება მარჯვენა, თუ მარცხენა გვერდზე? ნახეთ, სწორედ გძინავთ, თუ არა?! (+ ძილის რეკომენდირებული პოზები) 2019, 10 ოქტომბერი, 10:38 ძილი ადამიანისთვის აუცილებელია და იმისთვის, რომ გაღვიძების შემდეგ, მაქსიმალურად ენერგიულები ვიყო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სხეულმა სრულფასოვნად დაისვენოს. თუ ადამიანს არასაკმარისად ან ცუდად სძინავს, როგორც წესი, დაღლილობის შეგრძნება აქვს და ცუდ ხასიათზე არის. ხოლო, დროთა განმავლობაში, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, პრობლემებიც უჩნდება. უკანასკნელ დრომდე, ფართოდ იყო გავრცელებული აზრი, იმის შესახებ, რომ გულის მხარეს, ანუ მარცხენა გვერდზე წოლა არ შეიძლება. თუმცა, ბოლოს ეს მოსაზრება შეიცვალა და ექიმები ახლა უკვე სწორედ მარცხენა მხარეს გვირჩევენ დაძინებას.
მიუხედავად იმისა, რომ ეს რეკომენდაცია შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მარცხენა მხარეს ძილს, ჯანმრთელობისთვის ბევრი უპირატესობა აქვს. მაგ., სხეულის მარცხენა მხარე ლიმფურ სისტემაში დომინანტური მხარეა, რადგან ლიმფა სწორედ მარცხნივ მიედინება. თავის გზაზე ის ცილების, მეტაბოლიტების, გლუკოზის და ნარჩენების გადაადგილებას ახდენს. კუჭი და კუჭქვეშა ჯირკვალი (პანკრეასი) სხეულის მარცხენა მხარესაა და იმ შემთხვევაში, თუ ხანმოკლე დროით მაინც დაისვენებთ მარცხენა მხარეს, ორივე ორგანო ბუნებრივად დაეკიდება, რაც საკვების ეფექტურ მონელებას შეუწყობს ხელს. საკვები ბუნებრივად კუჭის გავლით მოძრაობს და კუჩქვეშა ჯირკვლის ფერმენტები მისი გადაადგილების პარალელურად გამოიყოფა. მარცხენა მხარეს დასვენება ღვიძლს დაკიდების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტისკენ ფერმენტების სეკრეტირების საშუალებას აძლევს, რაც ცხიმების ემულგირებას და კუჭის მჟავეების განეიტრალებას იწვევს. დაისვენეთ მხოლოდ მარცხენა მხარეს. თავს ბევრად ენერგიულად იგრძნობთ და საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობაც გაგიუმჯობესდებათ. გარდა ამისა, ასეთი ჩვევა ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყვანის პროცესსაც აჩქარებს: წვრილი ნაწლავი ტოქსინებისგან ბაუგინის სარქვლით თავისუფლდება, რომელიც სხეულის მარჯვენა მხარეზე მდებარეობს, მსხვილი ნაწლავის დაწყებამდე. მსხვილი ნაწლავი სხეულის მარჯვენა მხარეს გადის და მარცხნა მხარეს ეშვება. მარცხენა მხარეს ძილის შემთხვევაში, გრავიტაცია ტოქსინების მსხვილი ნაწლავის მიმართულებით მოძრაობის სტიმულირებას იწვევს, რაც წვრილი ნაწლავის ტოქსინებისგან გათავისუფლების პროცესს ამარტივებს. და კიდევ, ინდოელები თვლიან, რომ თუ ადამიანი, საკვების მიღების შემდეგ, დასვენებას გადაწყვეტს, ეს მარცხენა გვერდზე დაყრდნობით უნდა გააკეთოს. მარცხენა მხარეს იძინებენ ბუდისტი ბერებიც, რადგან ასეთი რეკომენდაცია წერია ტიბეტური მედიცინის ძველ წიგნებში.
862 4-ს მოსწონს
|