x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რატომ რ შეიძლება მეცადინეობა 21 სთ-დან – 23 სთ-მდე და ვარჯიში 23 სთ-დან – 01 სთ-მდე

imageყველა ცოცხალ არსებას საკუთარი დღის რეჟიმი აქვს. ადამიანები და ცხოველთა სამყაროს დიდი უმრავლესობა დღე ფხიზლობს, ხოლო ღამე იძინებს. ამის მიზეზი, ჩვენს ორგანიზმზე მზის და მთვარის ზემოქმედება არის: მზე ააქტიურებს პროცესებს ორგანიზმში და მოქმედების ძალას გვაძლევს, ხოლო მთვარე, პირიქით – ადუნებს მას და დასვენების საშუალებას იძლევა. მზის ზეგავლენა, ორგანიზმს არ აძლევს სრულფასოვნად დასვენების საშუალებას, ხოლო მთვარე – არ იძლევა მოქმედების საშვალებას, ადამიანის ფსიქიკისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

imageსაღამოს 9 -დან – 11 საათამდე ისვენებს გონება. ამ პერიოდში აზროვნების უნარის დაქვეითება ხდება, მაგრამ არა უცბად. ეს თანდათანობით ხდება და ჩვენთვის, ხშირ შემთხვევაში, შეუმჩნეველი რჩება. დროის ამ მონაკვეთში, ადამიანი თუ აქტიურად არის ჩართული აქიობაში, ტვინი გამოჩენილი ძალისხმევისთვის მეტისმეტად იტვირთება და ამ მდგომარეობის ნეგატიური შედეგი, წლების მანძილზე გროვდება.
როდესაც გონება ისვენებს, ადამიანი სწორ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს და ამ პერიოდში, არა ღირს სამომავლო გეგმებზე ფიქრი, შექმნილი ცხოვრებისეული მდგომარეობის გაანალიზება ან თუნდაც, სხვებისთვის რჩევის მიცემა. როდესაც გონება დასვენებისთვის არის განწყობილი, პრობლემები ექმნება მეხსიერებასაც და თუ 21 - 23 საათებს შორის რამეს ვერ გაიხსენებთ, ნუ იფიქრებთ, რომ ჯანმრთელობის პრობლემა გაქვთ.
იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პერიოდის მანძილზე, ადამიანი გონებას დასვენების უფლებას არ მისცემს, დროთა განმავლობაში, მას უმცირდება კონცენტრაციის და ნებისყოფის უნარი, ხდება კონფლიქტური და აგრესიული, უძლიერდება მადა და ძილის მოთხოვნილება და ეს ყოველივე, სერიოზული დაავადების, მხოლოდ საწყისი სიმპტომებია. გაარკვეული ერიოდის შემდეგ, ხდება ქრონიკული ფსიქიკური დაღლილობის განვითარება, ირღვევა სისხლის მიმოქცევა და ხშირია მაღალი არტერიული წნევები. კანი ფერმკრთალი, ხოლო გამოხედვა უსიცოცხლო ხდება. ხშირია თავის ტკივილი და ხდება გონებრივი განვითარების შეფერხება.

image11-დან 1-საათამდე ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობა კლებულობს – ისვენებს ნერვული და კუნთოვანი სისტემა. დროის ამ პერიოდში, ფიზიკური აქტიობების შედეგი – სისუსტე, პესიმიზმი, მოდუნება, სხეულის დამძიმება, გონებრივი და ფიზიკური სისუსტე არის. ჩვეულებრივ, სიმპტომების გამოვლენა მომენტალურად ხდება. იმ შემთხვევაში, თუ დროის ამ მონაკვეთში, ორგანიზმის ფიზიკურად დატვირთვა მუდმივად ხდება, ქვეითდება ადამიანის იმუნური სისტემა და სხვადასხვა სახის ქრონიკული დაავადებები ვითარდება. კერძოდ, ხდება ცვლილებები ნერვული სისტემის და შინაგანი ორგანოების ფუნქციონირებაში.

image

და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ: ღამის 1 საათიდან – დილის 3 საათამდე ძილი აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემა ექმნება ადამიანის ფსიქო-ემოციურ შესაძლებლობებს. რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში, შედეგი არ აყოვნებს და ის გადაჭარბებული გაღიზიანებით, აგრესიით და ანტაგონიზმით გამოიხატება. იმ შემთხვევაში, თუ რეჟიმის დარღვევა სისტემატურ ხასიათს ატარებს, ორგანიზმი ემოციურად იფიტება, რამაც თავის მხრივ, შეიძლება ისტერია გამოიწვიოს. ამის შემდეგ კი, თანდათანობით ყალიბდება მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, ანუ, ადამიანი გარკვეული დროის მანძილზე, მეტისმეტად აფორიაქებულია, ხოლო შემდეგ, ღრმა დერესიაში ვარდება, რომლის დროსაც, თანდათანობით სუსტდება სმენა, ყნოსვა, მხედველობა, შეგრძნების უნარი და გემოვნების რეცეტორების აქტიურობა.

0
188
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0