x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138963
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512523
როდოსის კოლოსი-საინტერესო ფაქტები
ძვ. წ. 304 წელს ქალაქი როდოსი საშინელ ალყას გადაურჩა. ეს ფაქტი სადღესასწაულოდ აღნიშვნას იმსახურებდა, ვინაიდან ეს იყო მესამე ალყა, რომელიც კუნძულს 30 წლის განმავლობაში დაემუქრა. ბედნიერმა ხალხმა კუნძულის მფარველი მზის ღმერთის-ჰელიოსისათვის უზარმაზრი ქანდაკების აგება გადაწყვიტა.

image

30-მეტრიანი ბრინჯაოს ქანდაკების, როდოსის კოლოსის მშენებლობა ძვ.წ. 292 წელს დაიწყო და 12 წელი გაგრძელდა. იგი ბრინჯაოს ფურცლებისა და ბრინჯაოგადაკრული რკინის კონსტრუქციებისაგან ააგეს. მოქანდაკე ლინდოსელის უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, კოლოსმა 60 წელიც ვერ იარსება, მას მსოფლიო საოცრებებს შორის ყველაზე ხანმოკლე ისტორია აქვს.

image


ძვ.წ. 226 წელს მომხდარი მიწისძვრის დროს კოლოსი მუხლებში გადატყდა, მიწაზე დაეცა და ნამსხვრევებად იქცა. ეს ნანგრევები ხელუხლებელი რჩებოდა ახ. წ. 654 წლამდე, როდესაც არაბებმა კუნძული დაიპყრეს და ბრინჯაოს ნაწილები 900 აქლემის მეშვეობით გადაზიდეს ნავაჭრის სახით და სირიელებს მიჰყიდეს.

image

როდოსის კოლოსის არცერთ ნაწილს ჩვენამდე არ მოუღწევია.

მე-14 საუკუნის იტალიელი მოგზაური დე მარტონი თვლიდა, რომ კოლოსის ხელში ანთებული ჩირაღდანი გემებს გზას უჩვენებდა.

მის თავს მზის სხივების გვირგვინი ამშვენებდა.

image

ისტორიკოსების აზრით, ქარესმა მზის ღმერთის სახე ალექსანდრე მაკედონელის სახის მსგავსად შექმნა, რითაც ალექსანდრე ძლიერ, ღმერთების დარ გმირად წარმოაჩინა.

კოლოსის თითი იმხელა იყო, რომ ადამიანი მკლავებს ვერ შემოახვევდა.

ზოგიერთი მხატვრის ნახატზე კოლოსის ფეხები ნავსადგურის ორივე ნაპირზე დგას. ასეთ შემთხვევაში ქანდაკება იმდენად დიდი უნდა ყოფილიყო, რომ მისი აგება შეუძლებელი იქნებოდა.

image

ასევე, საინტერესოა:

არტემიდას ტაძარი

ფაროსის შუქურა

ბაბილონის დაკიდული ბაღები

ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში

გიზას დიდი პირამიდის საიდუმლოებანი



0
1926
11-ს მოსწონს
ავტორი:მაიკო ქავთარაძე
მაიკო ქავთარაძე
1926
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0