რელიგია მიხეილ სააკაშვილი ნათლისღებაზე დნეპრში განიბანა 2018, 20 იანვარი, 11:27 მიხეილ სააკაშვილმა რელიგური დღესასწაული ნათლისღება მდინარე დნეპრში აღნიშნა თავის თანამოაზრეებთან ერთად.
საქართველო ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ექს-გუბერნატორმა ამ რიტუალის შესრულებისთვის დედაქალაქის ჰიდროპარკი შეარჩია. ფოტოები სააკაშვილმა საკუთარ Facebook -ის გვერდზე გამოაქვეყნა და თან ასეთი კომენტარი დაურთო: "ჰიდროპარკი . ძალიან კარგი თბილი ადამიანები და პირველი ჩემი ბანაობა ძალიან ცივ წყალში". შეგახსენებთ, ნათლისღება ერთ-ერთი უპირველესი რელიგიური დღესასწაულია, ბიბლიის მიხედვით ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა იესო ქრისტე. ამ დღეს ასევე ღვთის განცხადება ეწოდება, რადგანაც სწორედ მაშინ განცხადდა პირველად წმინდა სამება:ძე ნათელის სახით, სულიწმინდა მტრედის, ხოლო ციდან მოისმა მამა-ღმერთის ხმა:"„ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ". 126 6-ს მოსწონს
|