საზოგადოება რატომ ატარებს სალომე ჭაჭუა დროის უმეტეს ნაწილს კიევში და ვინ არის მისი ახალი მეწყვილე (+ ფოტოები) 2018, 19 იანვარი, 10:50 სალომე ჭაჭუას ხშირად უწევს კიევში ყოფნა, როგორც თვითონ ამბობს, დროის უმეტეს ნაწილს ჰაერში ატარებს. იგი ცეკვის ახალ ფედერაციაში " პრაიმ დენს სრტუდიოში" ცეკვავს, უამრავი გასვლითი ტურნე აქვს და უამრავ კონკურსში იღებს მონაწილეობას. ცოტახნის წინ, იგი თავის მეწყვილესთან ერთად პარიზში გამართულ ტურნეში საუკეთესო ტოპ 24 ლათინური ცეკვების პროფესიონალ წყვილში მოხვდა. იგი სულ მალე ლონდონში მიემგზავრება ახალ ტურნეში. მისი პარტნიორი მაქს რიჟიკოვია, კიევიდან, სწორედ ამიტომ უწევს ხშირად კიევში გადაფრენა, სალომე ამბობს, რომ მათ ძალიან ძლიერი ტრენერები ჰყავთ და ლონდონის ტურნესთვის ძალიან დიდი ენთუზიაზმით ემზადებიან.
3660 8-ს მოსწონს
|