x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
6 ნივთი, რომლის შეძენა «მეორადებში» არ შეიძლება

მეორადი ნივთების შეძენა, — სასარგებლოა როგორც გარემოსთვის, ისე ოჯახის ბიუჯეტისთვის. მაგრამ, ზოგიერთ შემთხვევაში, სხვის მიერ ნახმარი ნივთების შეძენის შემდეგ, ადამიანი შესაძლებელია იმედგაცრუებული დარჩეს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ არსებობს ნივთები, რომლებიც შეძენის მომენტში, აუცილებლად ახალი უნდა იყოს.

როგორც ამბობენ, «ძუნწი 2-ჯერ იხდისო» და ჩვენც მსგავსი რამ რომ არ დაგვემართოს და საკუთარი (არა მარტო) სიცოცხლე და ჯანმრთელობა რისკის ქვეშ რომ არ დავაყენოთ, უმჯობესია ეკონომია არ გავაკეთოთ და ეს 6 ნივთი, აუცილებლად ახალი შევიძინოთ.


image

image

1 ჩაფხუტი

imageველოსიპედის და მოტოციკლის ჩაფხუტი დაახლოებით ერთი პრინციპით მზადდება— ორივე შემთხვევაში, ჩაფხუტის შიდა ნაწილი პლასტიკური ქაფის თხელ ფენას შეიცავს, რომელიც დარტყმის ან დავარდნის შემთხვევაში, შეიძლება დაიბზაროს. ამიტომ, შემდგომი დარტყმის შემთხვევაში, თავი საიმედოდ დაცული აღარ იქნება.

ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ჩაფხუტი გარედან შეიძლება უნაკლოდ გამოიყურებოდეს, მაგრამ შიგნით ქაფის ფენა დაზიანებული იყოს.


2. ავტომობილის საბურავი

imageავტომობილის მეორადი საბურვავი ვიზუალურად შეიძლება ახალივით გამოიყურებოდეს, მაგრამ მისი მოხმარება შესაძლებელია ჩვენი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის სახიფათო იყოს. ნახმარი საბურავის შეძენისას, ვერავინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ საბურავი მისთვის შესაფერის პირობებში ინახებოდა. ასევე შეუძლებელია იმის შემოწმება, სად და როგორ გამოიყენებოდა. თვადაპირველად, რა თქმა უნდა, კომფორტულად შესაძლებელია მგზავრობა. მაგრამ შემდეგ, ყველაზე შეუფერებელ მომენტში, შეიძლება დაზიანდეს და მწყობრიდან გამოვიდეს. ამის მიზეზი შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს: გადაჭარბებული დატვირთვა, სიჩქარე, არაგეგმიურად დამუხრუჭება ან სწრაფი მანევრი... მეორადი საბურავებით მოძრაობა, განსაკუთრებით, სახიფათოა ქალაქგარეთ, დაზიანებულ გზაზე, მთიან რეგიონებში და განსაკუთრებით, დათოვლილ და მოყინულ გზებზე. მანქანის საბურავებზე არის დამოკიდებული მძღოლის, მისი ოჯახის წევრების და იმ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რომლებიც ამ ავტომობილის მოძრაობისას, მის სიახლოვეს, აღმოჩნდებიან.


3. საბავშვო ავტოსავარძელი

imageუსაფრთხოების ბალიშების ანალოგიურად, ავარიის შემდეგ, საბავშვო ავტოსავარძელი უნდა გამოიცვალოს. მისი გამძლეობა მეტად შეზღუდულია და დარტყმის შემთხვევაში, გამოუსადეგარი ხდება. ასეთი სავარძელი, სავარაუდოდ, ხელახალ დატვირთვას ვეღარ გაუძლებს და ბავშვი გამუდმებით საფრთხის ქვეშ იქნება.

მეორადი სავარძლის ყიდვის დროს, არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ ავტომობილი, რომელშიც ეს სავარძელი იყო, ავარიაში არ არის მოყოლილი. გარდა ამისა, როგორც წესი, ასეთ სავარძლებს არასდროს მოჰყვება მისი უსაფრთხოდ ექსპლუატაციის წესებ.


4. ლეიბი (მატრაცი)

imageთანამედროვე ლეიბებს გადასაკრავები აქვს, რომლის მოხსნა და გარეცხვა პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ლეიბზე, შესაძლებელია, წინა მეპატრონის ბიოლოგიური ნიმუშები, მაგ., ოფლის ნაწილაკები და მკვდარი უჯრედები იყოს, რომლითაც ოთახის მტვრის ტკიპა იკვებება. ამიტომ, მეორადი ლეიბის შეძენის შემთხვევაში, მის გამოყენებამდე, აუცილებლია ქიმიური დამუშავება, ანუ ქიმწმენდაში ჩაბარება. ლეიბის ქიმიური დამუშავება იმისთვისაც არის საჭირო, რომ ძველი პატრონის შესაძლო დაავადებებისგან დავიცვათ თავი.

ლეიბის ვარგისიანობის ვადა — 10 წელია და გარეგანი იერით, რთულია მისი ექსპლუატაციის ვადის დადგენა. ასე, რომ, ამ ნივთზე არ შეიძლება ეკონომიის გაკეთება და ლეიბი ყოველთვის ახალი უნდა შევიძინოთ.


5. მტვერსასრუტი

image«მეორადებში» მტვერსასრუტის შეძენის შემთხვევაში, დიდია იმის ალბათობა, რომ მისმა გუგუნმა გაგვაყრუოთ და ნერვები მოგვიშალოთ, იმის გამო, რომ თავის ფუნქციას ნორმალურად არ შეასრულებს. დროთა განმავლობაში, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარსდება – სიმძლავრე დაეცემა, ხმა მოემატება.

გარდა ამისა, უცხო ადამიანისგან მტვერსასრუტის შეძენის შემთხვევაში, რთული იქნება იმის დადგენა, თუ სად და როგორ იყენებდნენ მას. სავსებით შესაძლებელია, რომ ვინმეს ის, გატეხილი სიცხის საზომის ვერცხლისწყლის შესაგროვებლად გამოეყენებინა.


6. ფეხსაცმელი

image

თუ მეორადი ტანსაცმლის გასუფთავება შეიძლება, ფეხსაცმელთან დაკავშირებით, ყველაფერი უფრო რთულად არის. ის სწრაფად ცვდება და ზედაპირზე ბზარები ჩნდება. გარდა ამისა, მისი შიდა ნაწილი, წინა მფლობელის ფეხზე არის მორგებული და ასეთი ფეხსაცმლის ტარება, კომფორტული ნამდვილად არ იქნება.

რა თქმა უნდა, არსებობს ნივთები, რომლის ყიდვა მეორადების მაღაზიებში, და საიტებზე შეიძლება: მაგ., საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სატრანსპორტო საშუალებები, ტანსაცმელი... მაგრამ, ეს 6 ნივთი, აუცილებლად ახალი უნდა შევიძინოთ!

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* უკეთესად იცხოვრებთ, თუ ამ 3 რამეს გაიტანთ სახლიდან!
* ჩვევები, რომლებიც გამდიდრების საშუალებას არ გვაძლევს
* რა მოხდება ქვეყანაში, ყველაფერი უფასოდ რომ იყოს და ყველა უზრუნველად რომ ცხოვრობდეს


0
373
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
373
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0