x
image
natia.a
მსახიობი, რომლის გარეშეც Wi-Fi და მობილური ტელეფონი არ გვექნებოდა - უცნობი ისტორია...
image


1933 წელი...


ავსტრიაში, გერმანიასა და ჩეხეთში მილიონობით მამაკაცი აღფრთოვანებით უყურებს ახალგაზრდა გოგოს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო გუსტავ მახატის გახმაურებულ ფილმში "ექსტაზი" და განასახიერა სიყვარულს მოწყურებული ახალგაზრდა ცოლი, რომელსაც ხანში შესული, გულგრილი ქმარი ჰყავდა. კადრებმა, სადაც ის ტყეში შიშველი დარბის, ფილმს სკანდალური რეპუტაცია შესძინა: პირველად ევროპული სრულმეტრაჟიანი კინოს ისტორიაში, ეკრანზე გამოჩნდა სრულიად შიშველი ქალი. ეს ყოველივე იმ დროისთვის წარმოუდგენელ თავხედობად ითვლებოდა.





ფილმი აკრძალეს, დაჭრეს, დაწყევლეს... მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ევროპამ გაიცნო ახალი ვარსკვლავი, სახელად ჰედი კისლერი.



image


მილიონერები და არისტოკრატები ცდილობდნენ მისი გულის მოგებას და მანაც მალევე გააკეთა არჩევანი: ცოლად გაჰყვა იარაღის მწარმოებელსა და მოვაჭრეს, ევროპის ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს, ავსტრიელ მილიონერს, 33 წლის ფრიც მანდლს. მანდლი შეიარაღების უახლეს სისტემებს აწვდიდა გერმანიას.


ახალდაქორწინებულები დასახლდნენ მდიდრულ ციხე-სიმაგრეში ზალცბურგთან ახლოს, მშვენიერი ბუნების, ჯიშიანი ცხენებისა და მდიდრული ავტომობილების გარემოცვაში. მოგვიანებით ჰეიდი იხსნებდა, რომ ქმარი ვერ ეგუებოდა მის მსახიობობას, ზედმეტად აკონტროლებდა, ზოგჯერ სახლშიც კი გამოჰკეტავდა ხოლმე. მან "ექსტაზის" ყველა ფირი შეიძინა, რათა ცოლის ეს "სამარცხვინო" როლი არავის ენახა.


კონოს მაგივრად ქმარს ჰედი ბიზნეს პარტნიორებთან და პოლიტიკოსებთან და მეცნიერებთან შეხვედრებზე დაჰყავდა, სადაც მათემატიკური ნიჭის მქონე ლამარმა სამხედრო ტექნოლოგია შეისწავლა. მკაცრი ქმრის მოთხოვნით, თუ ის შეხვედრაზე არ წავიდოდა, მაშინ სასახლეში უნდა დარჩენილიყო. ჰედი მოგვიანებით აღნიშნავდა, რომ მართალია მანდლი ნახევრად ებრაელი იყო, მას ნაცისტ მრეწველებთან შეხმატკბილებული ურთიერთობა ჰქონდა, რაც ცოლს აღიზიანებდა.


image


საბოლოოდ ჰედიმ პარიზში გაქცევა და განქორწინების მიღება მოახერხა, შემდეგ ლონდონში გაემგზავრა, იქიდან კი...ჰოლივუდში. წარმატებამაც არ დააყოვნა: 1933 წელს მისი წარმატებული კინოდებიუტი შედგა. თუმცა აშშ-ს პურიტანულ პუბლიკას მისი წარსული რომ არ გაეხსენებინა, მსახიობმა ფსევდონიმი აიღო: ჰედი კისლერი გახდა ჰედი ლამარი. ფსევდონიმი მუნჯი კინოს ვარსკვლავის, ბარბარა ლა მარის პატივსაცემად აირჩია. ხელი მოაწერა კონტრაქტს სტუდია MGM-ის დამაარსებელთან, ლუის მეიერთან და მისი კარიერული წინსვლა თავბრუდამხვევი სისწრაფით დაიწყო. საერთო ჯამში, მან კინოგადაღებებზე 30 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.


image


ახალგამომცხვარი ვარსკვლავი კინოში გადაღების პარალელურად 6-ჯერ გათხოვდა და ორი შვილიც გააჩინა.


ევროპაში კი ამ დროს ომის ქარ-ცეცხლი ტრიალებდა... ფაშიზმი მძვინვარებდა...


ჰედის გული შესტკიოდა სამშობლოზე. თან თავადაც ხომ ებრაელი იყო. განსაკუთრებული გავლენა მასზე მოახდინა 1940 წლის 17 სექტემბერს ევაკუირებულ ხომალდზე 77 ბავშვის დაღუპვამ. ჰეიდიმ გადაწყვიტა გაეკეთებინა ისეთი რამ, რაც ქვეყანას გამოადგებოდა. ზუსტი მეცნიერებების განსაკუთღებული ნიჭის წყალობით იგი იხსენებდა შეხვედრებს, რომლებსაც თავის პირველ ქმართან ერთად ესწრებოდა ხოლმე. იხსენებდა იმ საუბრებს, რომელთა შემსწრე თავად იყო - მანდლის ლაბორატორიები სხვადასხვა ტიპის მართვადი იარაღის შექმნაზე მუშაობდა.


ქვემეხებზე აპრობირებული მავთულით მართვა წყალქვეშ გამოუსადეგარი აღმოჩნდა და ტორპედოებისთვის შეთავაზებული იქნა რადიოკავშირი... დიახ, სწორედ ამგვარი საუბრები და ტექნიკური ტერმინები ამოტივტივდა ჰედის მეხსიერებაში.


image


ამას დაემატა ჰედის იმდროინდელი მეზობელი, კომპოზიტორი ჯორჯ ანთეილი, გერმანელი იმიგრანტების ვაჟი, რომელიც ცდებს ატარებდა მუსიკალური ინსტრუმენტების ავტომატურ კონტროლზე.

და მოხდა ის, რასაც მსახიობი ქლისგან ვერავინ წარმოიდგენდა...


ყველაფერი ხომ ასეთი მარტივი იყო! რატომ ვერავინ მიხვდა ამას მანამდე? ხარვეზმედეგი რადიოგადაცემის ტექნოლოგია ხომ ცხადია: საჭიროა უბრალოდ სიხშირის მუდმივად ცვლა ფართო დიაპაზონზე ისე, რომ გადამცემის და მიმღების სინქრონიზება მოხდეს - ეს არის ცნობილი "მხტომარე სიხშირეების" ტექნოლოგია.


image



და აი, 1941 წლის ივნისში ანთეილმა და ლამარმა ერთად წარმოადგინეს საიდუმლო კომუნიკაციის სისტემის (secret communication system) იდეა. 1942 წლის 11 აგვისტოს ჯორჯ ანთეილსა და „ჰედი კიესლერ მარკის“ ( ლამარის იმდროინდელი ქორწინების სახელი) გამოგონებას აშშ-ს პატენტი მიენიჭა. ეს იყო სიხშირის აჩქარების ადრეული ვერსია, რომელიც საშუალებას იძლეოდა ტორპედოების დისტანციურ მართვას, რაც გაართულებდა მოწინააღმდეგისთვის რადიოსიხშირის აღმოჩენასა და ჩახშობას.


საოცარია, მაგრამ ამ აღმოჩენაზე უფრო რთული აღმოჩნდა მეცნიერთა დარწმუნება იმაში, რომ ქალს ლამაზად ღიმილის გარდა სხვა რამეც შეუძლია...


image


ამგვარად, ჩვენს წინაშეა არა მხოლოდ ულამაზესი ქალი, არამედ ადამიანი, რომლის გამოგონებითაც ყოველდღიურად ვსარგებლობთ.


ადამიანმა, რომელიც ფოტოზეა გამოსახული, გამოიგონა ის, რაც საფუძვლად უდევს GSM სისტემას, GPS-ს, Bluetooth-სა და Wi-Fi-ს.


ამ ადამიანმა შეიმუშავა ინფორმაციის დაშიფვრის პრინციპები მუდმივი ღია საკომუნიკაციო არხებისთვის.


მისი დამსახურებაა, რომ ვიყენებთ Wi-Fi-ს ქსელს და არ გვეშინიათ, რომ კიდევ ვიღაც "დაჯდება" ჩვენს არხზე, რადგან ტექნოლოგია Secret Communication System არავის აძლევს ამგვარ საკომუნიკაციო არხში შეღწევის უფლებას.


ლამარის გამოგონების გარეშე დღეს არ იფრენდნენ სამხედრო თანამგზავრები და არ იმუშავებდნენ ფიჭური ტელეფონები, რომ აღარაფერი ვთქვათ ნავიგაციის სისტემებზე. დიახ, შეიძლებოდა ეს ვინმე სხვასაც გამოეგონებინა, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ეს სწორედ მან, ჰოლივუდის მშვენიერმა მსახიობმა ქალმა გაკეთა.


image


უსადენო კომპიუტერული ქსელების სპეციალისტებმა შემთხვევით აღმოაჩინეს ეს ისტორია და სცადეს ჰედი კონგრესის საპატიო მედალზე და IEEE-ის ჯილდოზე წარედგინათ, მაგრამ ამაოდ. მხოლოდ 1997 წელს ჰედი ლამარს გადაეცა ჯილდო ფონდისგან Electronic Frontier. "სწორედ რომ დროულია" - ასეთი იყო ამ ამბავის შეტყობისას მისი რეაქცია. თუმცა მსახიობმა უარი თქვა ცერემონიალზე დასწრებაზე და ჟურნალისტების მიღებაზე. "არ იფიქროთ, რომ ცუდად გამოვიყურები, უბრალოდ არ მინდა არავის ნახვა" - განაცხადა მან. ჯილდო მიიღო მისმა ერთადერთმა ვაჟმა, ენტონი ლოუდერმა.


კინემატოგრაფიაში შეტანილი ღვაწლისთვის ჰედი ლამარს ჰოლივუდში ვარსკვლავი გაუხსნეს. ხოლო მსახიობის დაბადების დღე - 9 ნოემბერი - ამერიკის შეერთებულ შტატებში გამომგონებლის დღედ გამოცხადდა.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. რატომ არ არის კლავიატურაზე ასოები ანბანის მიხედვით განლაგებული - ის, რაც შეცდომით იცოდითimage

2. 10 ხერხი, რომელიც საშუალებას მოგცემთ ტელეფონი რამდენიმე დღე არ დატენოთimage




3. რატომ არის Apple-ის ლოგოტიპი ჩაკბეჩილი ვაშლი - ცრემლნარევი უცნობი ისტორიაimage


4. იცოდით რისთვის გამოიყენება კავიატურაზე ეს კლავიში? - ეს ძალიან დაგეხმარებათ!image


5. რატომ არის საჭირო ლეპტოპის კამერაზე ქაღალდის მიკვრა - გაითვალისწინეთ!image


6. 10 ყველაზე მომხიბვლელი კასკადიორი ქალი ყველასათვის ცნობილი ფილმებიდანimage


7. როგორ იღებენ სასიყვარულო შიშველ სცენებს ჰოლივუდში - ეს ბევრმა არ იცის! image


2
677
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
677
  
2018, 19 იანვარი, 15:50
საოცარი ისტორიააა
2018, 17 იანვარი, 22:20
სწორედ ამ დაპატენტების გამო მას ადოლფ ჰიტლერმა მესამე რაიხის მტერი უწოდა (საინტერესო ისტორია და უინტერესო საზოგადოება :( )
0 1 2