ბევრისთვის არაფერია იმაზე სექსუალური და მომხიბვლელი, ვიდრე ულამაზესი მებრძოლი ქალბატონები. ისინი კი, როგორც წესი, უხვად გვხვდება ჰოლივუდის მძაფრსიუჟეტიან ფილმებში. ოღონდ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სინამდვილეში მსახიობების მაგივრად ამგვარ სცენებში მათი დუბლიორები მონაწილეობენ.
დუბლიორები არ იღებენ მსოფლიო აღიარებას, მაგრამ ახორციელებენ ძალიან სარისკო ტრიუკებს, ამიტომ მათ გარეშე თანამედროვე ბლოკბასტერები საშინლად მოსაწყენიც კი იქნებოდა. და მაინც, ვინ არიან ის რკინის ქალბატონები, რომლებიც ყველასათვის კარგად ცნობილი ჰოლივუდელების მაგივრად ასრულებენ საშიშ დავალებებს? ქვემოთ სწორედ მათზე გესაუბრებით. უფრო სწორად, შემოგთავაზებთ ყველაზე სექსუალური და მომხიბვლელი კასკადიორების ათეულს.
1. მონიკ გენდერტონი (Monique Ganderton) —კარა დელევინის (Cara Delevigne) დუბლიორი.
კანადელი მოდელი, რომელიც მოგვიანები მსახიობი და კასკადიორი გახდა, ყოველთვის სპორტის მოყვარული იყო. მართალია, თავიდან მას ჟურნალისტობა სურდა, მაგრამ სივესტერ სტალონესთან საუბარმა მთლიანად შეაცვლევინა გეგმები და გადაწყვიტა კინოსა და ტრიუკების სამყაროში ეცადა ბედი.
ხმლით ბრძოლიდან დაწყებული სულისშემძვრელი ნახტომებით დამთავრებული - ამ მშვენიერ კასკადიორს თითქმის ყველანაირი ტრიუკი აქვს გაკეთებული. იგი იყო კარა დელევინის დუბლიორი ფილმში "თვითმკვლელების რაზმი", მანვე შეცვალა ფამკე იანსენი (Famke Janssen) ფილმში "ალქაჯზე მონადირენი", და რებეკა ჰოლი (Rebecca Hall) ფილმში "რკინის კაცი 3". მას ასევე წილად ხვდა ეთამაშა სიკვდილი ფანტასტიკურ ბოევიკში "იქს ადამიანები: აპოკალიფსი".
2. ჟანინ კარლტონი (Janene Carleton) — მონაწილეობს 2016 წელს გადაღებულ ფილმში "Deadpool".
ისევ კანადელი კასკადიორი, რომელმაც ფანტასტიკურ ბოევიკში "Deadpool" შეცვალა მშვენიერი მორენა ბაკარინი (Morena Baccarin). იგი ყოველთვის ძალიან აქტიური იყო, გატაცებული იყო ცხენით ჯირითით, მუშაობდა პირად მწვრთნელად, ფიტნეს-მოდელად და შერეული საბრძოლო ხელოვნებითაც იყო დაკავებული.
კასკადიორულ სამყაროში იგი სწორედ ცხენზე ჯირითმა მიიყვანა. იგი წვრთნიდა ცხენებს ფილმის გადაღებებისთვის და მსახიობებს ცხენზე ჯირითის გაკვეთილებს უტარებდა მანამ, სანამ შემთხვევით თავისი ათლეტური შესაძლებლობები არ გამოიყენა რთული ტრიუკების ჩასატარებლად. ჟანინის ოფიციალურ საიტზე წერია, რომ მისი სურვილია "მონაწილეობა მიიღოს ისეთ ფილმებში, რომლებიც არა მხოლოდ ართობს, არამედ ასწავლის, შთააგონებს და ხელს უწყობს კაცობრიობის პოზიტიურ და მშვიდობიან ევოლუციას".
3. ტარა მეკენი (Tara Macken) — ზოი სალდანას დუბლიორი (Zoe Saldana)
ქუვეიტში, ფილიპინელი დედისა და ირლანდიელი მამის ოჯახში დაბადებული ქალი შესანიშნავი მაგალითია ორი სხვადასხვა კულტურის შეზავებისა. მსახიობი და კასკადიორი, რომელმაც თავბრუდამხვევი ტრიუკები შეასრულა ისეთ ფილმებში, როგორიცაა "ფორსაჟი 7", "დივერგენტი", "ტრანსფორმერები 4", ასევე იყო ზიო სალდანას დუბლიორი "გალაქტიკის მცველებში".
გარდა ამისა, იგი არის პროფესიონალი ალპინისტი და გატაცებულია საშიშ ჯუნგლებში ხეტიალით.
4. ნატაშა ჰოპკინსი (Natascha Hopkins) — გადაღებულია ფილმში "შეშლილი მაქსი".
გერმანული წარმოშობის კასკადიორი, რომლისთვისაც უცხო არ არის არც პოსტაპოკალიფური ბოევიკი ("შეშლილი მაქსი: სიბრაზის გზა") და არც ბიოგრაფიული ფილმი ("პირდაპირ კოპტონიდან"). იგი არა მხოლოდ პროფესიონალი კასკადიორი და მსახიობია, არამედ ასევე დამაარსებელია სპორტული ტანსაცმლის ხაზის - Capo-Nata Apparel.
მისი ჰობია კიკბოქსი, იოგა, ტურიზმი, ფლაგბოლი და ა.შ.
5. ჰელენა ბარეტი (Helena Barrett) — ემი ადამსის (Amy Adams) დუბლიორი.
2016 წლის მარტში შედგა პრემიერა ფილმისა "ბეთმენი სუპერმენტის წინააღმდეგ: სამართლიანობის გარიჟრაჟზე", სადაც ლოის ლეინის როლის შესრულებისას ჰელენა გვევლინება ემი ადამსის დუბლიორად. იგი ასევე გადაღებულია ისეთ ფილმებში, როგორიცაა "ტრანსფორმერები 4", "რკინის კაცი" და ბევრი სხვა. ასევე მონაწილეობს პოპულარულ სერიალებში "საზღვაო პოლიცია: სპეცგანყოფილება" და "მენტალისტი".
6.ჰაიდი და რენე მანიმეიკერები (Heidi and Renae Moneymakers) - საკმაოდ საინტერესო გვარის კასკადიორი დები ("Moneymaker" ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც "ფულის მკეთებელი").
ჰაიდი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი-კასკადიორია. არის სკარლეტ იოჰანსონის დუბლიორი ისეთ ფილმებში, როგორიცაა "პირველი შურისმაძიებელი: სამოქალაქო ომი", "შურისმაძიებლები 2" და "რკინის კაცი 2".
სტუდენტობის წლებში იგი დაკავებული იყო ტანვარჯიშით და ბევრი ჯილდოც აქვს მიღებული. ფილმში "შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა, ნაწილი 2", ჰაიდი მუშაობდა თავისი დის, რენე მანიმეიკერის - ჯენიფერ ლოურენსის დუბლიორის გვერდიგვერდ.
რენე მანიმეიკერი, ასევე არანაკლებ ცნობილი კასკადიორი, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ფილმებში, როგორიცაა: "იქს-ადამიანები: წარსული მომავლის დღე", "შიმშილის თამაშები - კაჭკაჭჯაფარა ნაწილი 1" (ჯეიფერ ლოურენსის დუბლიორი), "შიმშილის თამაშები".
7. კეიტლინ დეშელი (Caitlin Dechelle) —იყო რონდა როუზის (Ronda Rousey) დუბლიორი.
ფილმში "ფორსაჟი 7" რონდა როუზის დუბლიორი იყო კეიტლინ დენეში - მსოფლიო ჩემპიონი საბრძოლო ხელოვნებაში. იგი დაიბადა და გაიზარდა მაიამიში, ფლორიდის შტატში. 13 წლის ასაკში მან მუშაობა დიაწყო მაიკ ჩატთან (Mike Chat) და მიწვეული იყო პირადად ჯეკი ჩანის (Jackie Chan) მიერ ერთ-ერთი მთავარი როლის შესასრულებლად ფილმში "ღმერთის აბჯარი 3: ზოდიაქოს მისია".
იგი იყო ჯიჯი ჰადიდის დუბლიორი ტეილორ სვიფტის ვიდეოკლიპში "Bad Blood", რომელმაც 2015 წელს პრემია Video Music Awards მიიღო "წლის ვიდეოს" ნომინაციაში.
8. მაია ერო (Maja Aro) — ერთ-ერთი საუკეთესო კასკადიორი.
კანადელი მუქთმიანი კასკადიორი იყო ჯემა არტერტონის (Gemma Arterton) დუბლიორი გრეტელის როლში ფილმში "ალქაჯზე მონადირენი". ასევე გადაღებულია ისეტთ ტელესერიალებში, როგორიცაა " ისარი", "ერთხელ ზღაპარში", "ზებუნებრივი".
2015 წელს მაიამ პირველად ისტორიაში მიიღო პრემია Artemis Stunt Warrior Award, რომელიც კინოში საუკეთესო ტრიუკების შემსრულებლისთვის დააწესა კინოსტუდია Artemis-მა.
9. ოლივია ჯექსონი (Olivia Jackson) — მილა იოვოვიჩის (Milla Jovovich) დუბლიორი.
ეს მშვენიერი ქალი-კასკადიორი წარმოშობით სამხრეთ აფრიკიდანაა. ფილმში "ბოროტების სავანე 6", მილა იოვოვიჩის მაგივრად მოტოციკლით რბოლის დროს იგი შეეჯახა მეტალის კონსტრუქციას და ზურგის ტვინზე ოპერაცია დასჭირდა.
ამ ინციდენტის შემდეგ მილა იოვოვიჩმა თავის ფეისბუქის გვერდზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა რომ ოლივიას გადარჩენა ნამდვილი სასწაულია და ყველას მოუწოდა, ელოცათ მისი სრული განკურნებისთვის. მანამდე ოლივიას შესრულებული აქვს ტრიუკები ფილმებში "ვარსკვლავური ომები: ძალის გამოღვიძება" და "შეშლილი მაქსი 4: სიბრაზის გზა".
10. ჯოანა ბენეტი (Joanna Bennett)
როგორ ფიქრობთ, რა აქვთ საერთო ფილმებს "განკითხვის ღამე 2", "ინსურგენტი", "პირველი შურისმაძიებელი: სამოქალაქო ომი" და ტეილორ სვიფტის სიმღერაზე გადაღებულ ვიდეოკლიპს "Bad Blood"? სწორად მიხვდით! საერთო ჯოანა ბენეტია. იგი ტანვარჯიშით იყო დაკავებული კალიფორნიის უნივერსიტეტში, სადაც პოლიტოლოგიას სწავლობდა.
მისი კასკადიორული მონაცემები უსაზღვროა: ბატუტი, მანქანის ვირტუოზული ტარება, საბრძოლო ხელოვნებები, სნოუბორდინგი, მძიმე ათლეტიკა. ჯოანას ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ტელესერიალებში, როგორიცაა "Make It or Break It", "გრიმი" და "ბიბლიოთეკარები".
და ბრავო ამ გოგოებს სუყველა კარგები არიან როგორც ვიზუალურად ასევე თავის საქმეშიც