x
image
natia.a
რას ნანობენ ყველაზე ხშირად 30 წელს გადაცილებული ადამიანები - აი, რა აჩვენა კვლევამ
image

რაც უფრო ასაკიანია ადამიანი, თითქოს მით მეტად უნდა ნანობდეს ცხოვრებაში ჩადენილ შეცდომებსა თუ ხელიდან გაშვებულ შანსებს. მაგრამ ასე არ აღმოჩნდა!
ილინოის უნივერსიტეტის მკვლევარების მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ დაამტკიცა, რომ საშუალო ასაკის ადამიანები გაცილებით მეტად ნანობენ ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებს, ვიდრე მოხუცები.

გამოკვლევაში მონაწილეობდნენ 30 წელს ოდნავ გადაცილებული ადამიანები, რომლებსაც დაესვათ ერთადერთი შეკითხვა: "რას ნანობთ?". როგორც აღმოჩნდა, კარიერაში ხელიდან გაშვეული შანსები ყველაზე მეტად აღელვებთ მამაკაცებს (34%), მაშინ, როცა ქალების მხოლოდ 27 % გამოთქვამს სინანულს ამ საკითხზე. სამაგიეროდ, მანდილოსნების სინანულის ძირითად საკითხად რჩება წარსული სიყვარული (44%), რაც მამაკაცთა მხოლოდ 19%-ს აღელვებს.


image


საინტერესო აღმოჩენაა ისიც, რომ თურმე გაცილებით დიდხანს ვნანობთ იმაზე, რაც არ გაგვიკეთებია, ვიდრე იმაზე, რაც შეცდომით გავაკეთეთ.



კვლევამ აჩვენა ისიც, რომ გაშვებულ შესაძლებლობებზე სინანული ყველაზე მეტად სწორედ 30 წელს ოდნავ გადაცილებულ ადამიანებს აწუხებთ. უფრო მეტიც, ამ ასაკში ეს გრძნობა ადამიანის ქმედებების, თვითშეფასებისა და მსოფლმხედველობის განმაპირობებელ ფაქტორადაც იქცევა.



გისურვებთ, რაც შეიძლება ნაკლები გქონოდეთ სანანებელი...


ასევე დაგაინტერესებთ:


1. საიდუმლო ხერხები, რომლებიც ადამიანებთან ურთიერთობას გაგიადვილებთ - დააკვირდით!image


2. დააკვირდით, ხომ არ გაქვთ ასეთი ნიშანი ხელებზე? - ეს ძალიან მნიშვნელოვანია!image


3. როგორ გაჩნდა "გამარჯობა" - ლეგენდაimage


4. როგორ ვატაროთ ადამიანები ჩვენს ჭკუაზე: 10 ფსიქოლოგიური ხერხი

image


5. "ლურსმნები" - იგავი ადამიანურ ურთიერთობებზეimage


6. 15 რამ, რაც ყველა ქალიშვილის მამამ უნდა იცოდესimage


7. როგორ დაგვიმახსოვრებენ სიკვდილის შემდეგ: ამბავი, რომელიც დაგაფიქრებთ!image

0
200
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0