ფსიქოლოგია საიდუმლო ხერხები, რომლებიც ადამიანებთან ურთიერთობას გაგიადვილებთ - დააკვირდით! 2017, 26 ოქტომბერი, 12:56 არსებობს ფსიქოლოგიური ხერხები, რომლებიც ქვეცნობიერის დონეზე მოქმედებს. ისინი გვეხმარება თანამოსაუბრეების მხრიდან კეთილგანწყობის მოპოვებაში, ახალ ადამიანებტან კონტაქტის დამყარებაში, სტრესულ სიტუაციაში მყისიერად დამშვიდებაში და ა.შ. გთავაზობთ 8 ყველაზე ეფექტურ ხერხს, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში ძალიან დაგეხმარებათ. 1. როცა რამდენიმე ადამიანი იცინის, თითოეული უყურებს მას, რომელიც ყველაზე მეტად ესიმპათიურება
წარმატებული ხუმრობისა თუ ხმაურიანი კამპანიის დროს თითოეული ადამიანი ინსტიქტურად უყურებს მას, რომელიც ყველაზე მეტად მოსწონს. ადამიანის გრძნობების გამოსაცნობად ეს ხერხი ძალიან ეფექტურია და თითქმის შეუმცდარი.
2. თუ ნერვიულობთ, ღეჭეთ მნიშვნელოვანი საუბრის, გამოსვლისა თუ მოვლენის წინ თუ ნერვიულობთ, რეკომენდებულია რაიმე დაღეჭოთ, თუნდაც საღეჭი რეზინი ან რაიმე საჭმელი. ღეჭვის დროს თქვენი ტვინი ფიქრობს, რომ საფრთხე არ არსებობს და მოდუნება შესაძლებელია. იგი აგზავნის სიგნალს, რომელიც ხსნის ნერვულ დაძაბულობას და ხელს უწყობს დამშვიდებას. 3. დაჟინებით მზერა დაგეხმარებათ ნებისმიერი ინფორმაციის მიღებაში თუ ფიქრობთ, რომ თანამოსაუბრე რაღაცას ბოლომდე არ ამბობს, უბრალოდ დაჟინებით და ხანგრძლივად უყურეთ თვალებში. ამგვარ სიტუაციაში დუმილი იმდენად აუტანელი გახდება მისთვის, რომ იძულებული გახდება ყველაფერი გიამბოთ. 4. თუ სამუშაოზე ბევრ ადამიანთან გიხდებათ ურთიერთობა, დადგით თქვენს უკან სარკე თუ ხშირად გიხდებათ სხვადასხვაგვარ ადამიანებთან ურთიერთობა, უმჯობესია უკან სარკე დაიდგათ. დარწმუნებული იყავით, რომ ასე კლიენტები უფრო თავაზიანად მოიწცევიან და ნაკლებად კონფლიქტურები იქნებიან. ყველაფერი იმის გამო, რომ ადამიანებს არ მოსწონთ, როცა სარკეში საკუთარ თავს გაღიზიანებულსა და ბრაზიანს ხედავენ. 5. თუ ადამიანთან ძალისხმევის გარეშე გსურთ დამეგბრება, სთხოვეთ რაიმე მოგაწოდოთ იქნება ეს უბრალოც სუფრაზე ყოფნისას მარილის, სოუსისა თუ ხელსახოცის მოწოდება, თუ საწერი კალმისა ან ფურცლის თხოვება. ადამიანი, რომელიც სამსახურს უწევს, ქვეცნობიერად თვლის, რომ დადებითად გექცევათ და შემდეგშიც აგრძელებს იმავეს. 6. მნიშვნელოვანი სეხვედრა დაგეგმეთ დღის დასაწყისში ან დასასრულს ადამიანები ყველაზე უკეთ იმახსოვრებენ დღის დასაწყისში ან დღის დასასრულს მომხდარ მოვლენებს. ხოლო ის, რაც ამ შუალედში ხდება, შედარებით ბუნდოვნად ილექება მეხსიერებაში. ამიტომ, მნიშვნეოვანი შეხვედრის დანიშვნა დილას ან საღამოს უკეთესია, ხოლო თუ გასაუბრება გაქვთ, შეეცადეთ კანდიდატებს შორის პირველი ან ბოლო იყოთ. 7. ყურადღება მიაქციეთ მოსაუბრის ტერფების განლაგებას თუ ადამიანს უახლოვდებით და იგი თქვენსკენ მხოლოდ სხეულის კორპუსით ბრუნდება, ტერფების განლაგება კი არ იცვლება, ესე იგი, თქვენ მიმართ არც თუ ისე კარგი დამოკიდებულება აქვს. 8. სხვისი ჟესტების გამეორება ნდობას აღძრავს თანამოსაუბრის ჟესტების, მიმიკისა თუ პოზის გამეორება დაგეხმარებათ მალე მოიპოვოთ მისი ნდობა. მაშინაც კი, თუ ადამიანი ამას ვერ ამჩნევს, ნაცნობი ჟესტების გამო ქვეცნობიერად საკუთარ თავს ხედავს თქვენში და ნდობაც აღეძრება. ასევე დაგაიტერესებთ: 1. დააკვირდით ამ გოგონას და ნახავთ როგორი აზროვნება გაქვთ: ვიზუალური ტესტი, რომელიც თქვენს IQ-ს გაჩვენებთ 2. რას ხედავთ ნახატზე? გაგიკვირდებათ, როცა პასუხს გაიგებთ! 3. რომელი წრეა ცარიელი? - ტესტი, რომელსაც ახალწვეულები გადიან 4. აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე საზიზღარი სახე და... - ტესტი, რომელიც საზოგადოებისთვის დაფარული იყო 5. იპოვეთ თქვენი თავი ამ ხეზე და შეიტყვეთ თქვენი ემოციური მდგომარეობა - სცადეთ! 6.ექსპრეს-ტესტი, რომელიც გიჩვენებთ გჭირდებათ თუ არა სათვალე 7. ალბინოსთა შოკისმომგვრელი ხვედრი - ვინ არიან ისინი და რატომ ნადირობენ მათზე 1239 8-ს მოსწონს
|