ტესტები დააკვირდით ამ გოგონას და ნახავთ როგორი აზროვნება გაქვთ: ვიზუალური ტესტი, რომელიც თქვენს IQ-ს გაჩვენებთ 2015, 9 თებერვალი, 15:57 მოძრავი ილუზია სახელწოდებით "სილუეტის ილუზია" (Silhouette Illusion), რომლის ავტორია იაპონელი დიზაინერი ნობუიუკი კაიაჰარა (Nobuyuki Kayahara), დღემდე ბოლომდე არ არის მეცნიერების მიერ ამოხსნილი. ამ მოძრავ რგოლში, რომელიც ცნობილია ასევე სახელწოდებით "მბრუნავი გოგონა", სულ რაღაც 34 კადრი ერთმანეთის მიყოლებით, ერთი და იმავე თანმიმდევრობით ბრუნავს. ტესტი გვეხმარება გავარკვიოთ, ტვინის რომელი ნახევარსფერო უფრო განვითარებული გვაქვს. როგორ ფიქრობთ, ამ მოძრავ გამოსახულებაზე რომელ მხარეს ბრუნავს გოგონა? თუ გეჩვენებათ, რომ გოგონა საათის ისრის მიმართულებით ტრიალებს, თქვენ ტვინის მარცხენა ნახევარსფერო უფრო მეტად გაქვთ განვითარებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ აბსტრაქტულ-ლოგიკური აზროვნება გაქვთ: აზროვნებთ ლოგიკურად, გაქვთ ანალიზის კარგი უნარი, მიდრეკილება გაქვთ მათემატიკური აზროვნების მიმართ, კარგად იმახსოვრებთ სიმბოლოებს, ციფრებს, სახელებს. თუ გოგონა საათის ისრის საპირისპიროდ ბრუნავს, მაშინ თქვენში დომინანტურია ტვინის მარჯვენა ნახევარსფერო. ეს უკანასკნელი ახდენს სიმბოლოებით გამოხატული ინფორმაციის გადამუშავებას, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ წარმოსახვითი აზროვნება გაქვთ განვითარებული, ხართ მეოცნებე და ფანტაზიორი. მარჯვენა ნახევარსფერო განსაზღვრავს მუსიკის, ლიტერატურისა და მხატვრობის მიმართ მიდრეკილებას. ახლა კი შეეცადეთ გოგონა იმის საწინააღმდეგო მიმართულებით დაატრიალოთ, რაც თავიდან მოგეჩვენათ. თუ ეს ადვილად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე გამოგივიდათ, ესე იგი თქვენი IQ-ს დონე 160-ზე მეტია. თუ გოგონა ზედმეტად "ჯიუტი" გამოდგა და მისი საწინააღმდეგო მხარეს დატრიალება ვერ მოახერხეთ, ქვემოთ გთავაზობთ გასაღებს, რომელშიც ახსნილია როგორ გამოიყურება გოგოს ტრიალი ორივე მხარეს. 4403 10-ს მოსწონს |
სინამდვილეში არსაით არ ტრიალებს
... და საერთოდ ეს ტვინის მოსატყუებელი ხერხია