x
image
natia.a
იპოვეთ თქვენი თავი ამ ხეზე და შეიტყვეთ თქვენი ემოციური მდგომარეობა - სცადეთ!

მოცემული ტესტის ავტორია ბრიტანელი ფსიქოლოგი პიპ უილსონი (Pip Wilson). ტესტის თავდაპირველი მიზანი იყო ადაპტაციის დონის შემოწმება სკოლის მოსწავლეებში. თუმცა მოგვიანებით პრაქტიკამ აჩვენა, რომ აღნიშნული ტესტი მოზრდილებზეც მუშაობს. მისი დახმარებით ადამიანს შეუძლია განსაზღვროს თავისი ამჟამინდელი და სასურველი ემოციური მდგომარეობა. მაშ ასე, დავიწყოთ ტესტი.

გამოსახულებაზე ხედავთ ადამიანებს, რომლებსაც სხვადასხვა მდებარეობა და განწყობა აქვთ. თქვენ უნდა აირჩიოთ ის, რომელსაც გსურთ, რომ ჰგავდეთ, როგორც განწყობით, ასევე ადგილმდებარეობით.


image



ტესტის შედეგების გაშიფვრა:


თუ თქვენ აირჩიეთ პოზიციები № 1, 3, 6 ან 7, ესე იგი თქვენ მიზანდასახული ადამიანი ბრძანდებით, რომელსაც არ აშინებს წინაღობები და დაბრკოლებები.

თუ თქვენი არჩევანი შეჩერდა შემდეგი ნომრებიდან ერთ-ერთზე: 2, 11, 12, 18 ან 19, ეს იგი თქვენ ადამიანებთან ურთიერთბა გიყვართ და გამოგდით და ყოევლთვის მზად ხართ მხარში დაუდგეთ მეგობრებს.

ნომერი 4-ის არჩევა გახასიათებთ, როგორც მყარი ცხოვრებისეული პოზიციის მქონე ადამიანს, რომელსაც სურს ყველა შესაძლო წარმატების მიღწევა სიძნელეების გადალახვის გარეშე.

ნომერი 5 — ხშირად ხართ დათრგუნული, სუსი ხართ, და გიძნელდებათ ცხოვრებისთვის საჭირო ძალების პოვნა.

თუ 9 ნომერი აირჩიეთ — თქვენ მხიარული, გართბის მოყვარული ადამიანი ბრძანდებით.

ნომერი 13 ან 21 — ჩაკეტილი ხართ, ხშირად გაქვთ შინაგანი შფოთვა და გაურბიხართ
ადამიანებთან ხშირ კონტაქტს.

ნომერი 8 — გიყვართ საკუთართავში ჩაკეტვა, თქვენს საკუთარ სამყაროში გადასვლა.

თუ 10 ან 15 აირჩიეთ — თქვენ ცხოვრებასთან ნორმალური ადაპტაცია გაქვთ და იმოფებით კომფორტულ მდგომარეობაში.

ნომერი 14 — თქვენ ემოციურ უფსკრულში იჩეხებით და, სავარაუდოდ, შინაგან კრიზისს განიცდით.

ნომერი 20-ის პოზიციას, ჩვეულებრივ ირჩევენ ადამიანები, რომლებსაც ამაღლებული თვითშეფასება აქვთ. თქვენ ლიდერად ხართ დაბადებული და გსურთ, რომ ადამიანები გიჯერებდნენ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ.

არჩევანი შეაჩერეთ 16-ზე? თქვენ დაღლილობას გრძნობთ იმის გამო, რომ გამუდმებით გიწევთ ვიღაცის მხარდაჭერა, მაგრამ შესაძლოა დაინახეთ, რომ სურათზე ნომერი 17 თქვენ გეხვევათ - ამ შემთხვევაში თქვენ თავს აღიქვამთ ადამიანად, რომელიც ყურადღებითაა გარემოცული.

0
2964
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2964
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0