x
image
natia.a
აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე საზიზღარი სახე და... - ტესტი, რომელიც საზოგადოებისთვის დაფარული იყო
image

ეს ტესტი მე-20 საუკუნეში, უნგრელმა ფსიქიატრმა, ლეოპოლდ სონდიმ შექმნა და დიდი ხნის მანძილზე საზოგადოებისთვის დაფარული იყო. მისი მთავარი მიზანი იყო გაერკვია ყველაზე ღრმა შინაგანი იმპულსები, რომლებიც პიროვნების ქვეცნობიერებაში იმალება. ტესტს საფუძვლად უდევს ზიზღი ან პირიქით, სიმპატია წინასწარ შერჩეული ადამიანების ფოტოების მიმართ. სონდი თვლიდა, რომ გარემომცველ ადამიანებზე გადაგვაქვს ის თვისებები, რომლებიც საკუთარ თავში ყველაზე მეტად გვაღიზიანებს ან პირიქით, გვხიბლავს. რვა მიდრეკილების ანუ პორტრეტული არჩევანის მეთოდი პასუხებს იძლევა ძალიან ბევრ შეკითხვაზე, მათ შორის ხსნის ადამიანის არჩევანს სიყვარულში, მეგობრობაში, პროფესიაში, სამუშაოში და მიუთითებს გარკვეული დაავადებებისადმი მიდრეკილებებზეც.

image

ორიგინალში ტესტი წარმოადგენს 6 სერიას, რომელთაგან თითო 8 პორტრეტისგან არის შედგენილი. ყოველ სერიაში წარმოდგენილია: ჰომოსექსუალი, სადისტი, ეპილეფსიით დაავადებული, კატატონიით დაავადებული, შიზოფრენიით დაავადებული, დეპრესიაში მყოფი და მანიაკი. ქვემოთ წარმოდგენილია შედარებით მოკლე, და ამიტომ, შესაძლოა, ნაკლებად ზუსტი ვერსია.

ინსტრუქცია:

დააკვირდით ამ 8 ადამიანის პორტრეტებს და აირჩიეთ მათგან ერთი, რომელთან შეხვედრასაც ყველაზე მეტად არ ისურვებდით ღამით, ჩაბნელებული ქუჩის კუთხეში, რადგან მისი გარეგნობა თქვენში ზიზღს ან შიშს იწვევს.

შემდეგ კი გაიგეთ პასუხები.


image


მნიშვნელოვანია!

ტესტის შედეგები არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ ფსიქიური აშლილობა გაქვთ. ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც აღნიშნული ტესტი საჭიროა და რისთვისაც საერთოდ შეიქმნა არის ის, რომ გამოავლინოს რეპრესირებული შინაგანი იმპულსების წინაპირობა ფსიქოანალიზურ თეორიასთან შესაბამისობაში.


ტესტის გაშიფვრა:


1. სადისტი

სავარაუდოდ, ბავშვობაში ახშობდით საკუთარ ქცევაში ავტორიტარიზმის გამოვლინებას, დომინირებისადმი და ცუდი ქცევებისადმი მიდრეკილებას. თუ თქვენ ამ მასწავლებლის პორტრეტი აირჩიეთ, თქვენს ქვეცნობიერში ახშობთ გარშემომყოფების მიმართ შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ იმპულსებს.

საერთო ჯამში, თქვენ მშვიდობისმოყვარე და უწყინარი ადამიანი ხართ და ყოველთვის მზად ხართ სხვების დასახმარებლად. თუ თქვენ ოფისში მუშაობთ, თქვენს ზემდგომს, ალბათ უჭირს თქვენი მართვა. როცა რაიმეს გაკეთება არ გსურთ, ხელოვნურად ქმნით წინააღმდეგობებს (მაგალითად, სპეციალურად აგვიანებთ სამუშაოზე, ან აჩვენებთ, რომ არ ხართ ხასიათზე). სირთულეებისა და იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც გულს გტკენენ, თქვენ პასიური წინააღმდეგობისა და იგნორირების პოზიცია გიჭირავთ, რაც, საბოლოო ჯამში, ღლის თქვენი პრობლემების წყაროს.

2. ეპილეფსიით დაავადებული

როცა საუბარია პიროვნების ისეთ დარღვაზე, როგორც არის ეპილეფსიის შემთხვევა, უნდა აღინიშნოს ამ დიაგნოზის დამახასიათებელი შტრიხები: იმპულსურობა, გაღიზიანებადობა, სიბრაზისა და აგრესიის მოულოდნელი შეტევები. თუ ეს მრგვალთავა მამაკაცი თქვენში შიშს ან ზიზღს იწვევს, ესე იგი, სავარაუდოდ, ბავშვობაში თქვენ სწორედ ამგვარ გრძნობებს იხშობდით.

ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ თქვენ კეთილი, მშვიდობისმოყვარე, მეგობრული ხართ. ტოვებთ პასუხისმგებლობის გრძნობისა და თვითკონტროლის უნარის მქონე პიროვნების შთაბეჭდილებას. გრძნობების სიმყარე და სტაბილურობა გახასიათებთ და ადვილად ამყარებთ კონტაქტს ადამიანებთან.

3. კატატონიით დაავადებული

ამ ფსიქიკური დარღვევის დამახასიათებელი შტრიხებია წარმოსახვის ზედმეტი სტიმულაცია და ნეგატივიზმი. თუ ამ მამაკაცმა თქვენში ნეგატიური გრძნობა გამოიწვია, თქვენში, სავარაუდოდ, იხშობა გონებრივი ჰიპერაქტიურობა, რომელიც (თუ ღრმა ქვეცნობიერში არ გადაუძახეთ) გაიძულებთ რეალობასთან კავშირი დაკარგოთ.


ბუნებით კონსერვატორი ხართ, ეჭვის თვალით უყურებთ ცვლილებებსა და ინოვაციებს. უნდო ადამიანი ხართ და ძნელად ეგუებით ყველაფერ ახალს. ყველაზე მეტად გეშინიათ თვითკონტროლის დაკარგვის. ადვილად გწყინთ, დაძაბული და თავშეკავებული ხართ. არასოდეს უხვევთ თქვენი "ქცევის კოდექსიდან".

4. შიზოფრენიით დაავადებული

შიზოფრენიკის პიროვნება გამოირჩევა ძლიერი აპათიით, დამახინჯებული აზრებით და შეუსაბამო ემოციებით. თუ ამ ქვის "პოკერფეისის" დანახვაზე ტანში ჟრუანტელმა დაგიარათ, ესე იგი, ბავშვობაში საკუთარ თავში ახშობდით სხვების მიმართ გულგრილობას და გეშინოდათ საგნებისა და მოვლენებისგან აბსტრაგირების.

როგორც პიროვნება, საკმაოდ კონტაქტური ადამიანი ხართ. გჯერათ კომუნიკაციის ძალის, გულწრფელად გსიამოვნებთ ადამიანებს შორის ყოფნა. იმავდროულად, ეს "კონტაქტურობა" შეიძლება მატყუარა იყოს და მის უკან საკუთარ თავში ჩაკეტილი ადამიანი იმალებოდეს. ადამიანებთან თქვენი ურთიერთობა ხშირად ზედაპირულია, თითქოს ნამდვილ გრძნობებს მოკლებული. გულის სიღრმეში გრძნობთ, რომ გარშემომყოფები და მათთან ურთიერთობა თქვენ სულაც არ გჭირდებათ.

5. ისტერიკული ადამიანი

ისტერიული შტრიხები - ზედაპირულობა, ემოციური არასტაბილურობა, ნარცისიზმი და ექსიბიციონიზმი. თუ სწორედ ამ უცნაურმა ქალმა გამოიწვია თქვენში ყველაზე ძლიერი შიში და ზიზღი, შეიძლება მხოლოდ იმიტომ, რომ გულის სიღრმეში მალავთ ყურადღების მიპყრობისა და საკუთარი თავის დამკვიდრების დაუძლეველ სურვილს.

თქვენ ტოვებთ მორიდებული, ძლიერი შინაგანი სულიერების მქონე ადამიანის შთაბეჭდილებას. თუმცა რეალობაში, მოკრძალებული და ჩუმი ადამიანის მიღმა იმალება პიროვნება, რომელსაც ძალიან სურს გარშემომყოფთა მოხიბვლა. საკუთარ საქციელსა და გარეგნობას დიდ დროს უთმობთ, ცდილობთ ელეგანტურად გამოიყურებოდეთ, ხშირად იყენებთ სტილურ აქსესუარებს. ისეთი ადამიანები, როგორიც თქვენ ხართ, მიდრეკილნი არიან უჩვეულო პროფესიებისა და ჰობის არჩევისკენ.

6. დეპრესიული ადამიანი

დაბალი თვითშეფასება, არასრულფასოვნების კომპლექსი და დანაშაულის გრძნობა - ეს არის დეპრესიის მთავარი სიმპტომები. თუ თქვენი არჩევანი სწორედ ამ ადამიანზე შეჩერდა, სავარაუდოდ, გულის სიღრმეში დეპრესიაში ხართ და გულმოდგინეთ ცდილობთ ამის გაკონტროლებას.

თქვენი შეფასება შეიძლება, როგორც უდარდელი ადამიანისა. აფრქვევთ აქტიურობას, თავდაჯერებულობასა და ოპტიმიზმს. თუმცა ზოგჯერ თქვენში იღვიძებს "მოწყენილი ჯამბაზი" და მელანქოლია გეუფლებათ. ზოგჯერ შეიძლება იყოთ ჩაკეტილი და საეჭვო. მაგრამ ის, რომ ცდილობთ დეპრესიული შეტევების ღრმად "ჩამარხვას", გაიძულებთ მოირგოთ საყოველთაო ფსიქოლოგის როლი და ეძებოთ პასუხები სხვების შეკითხვებსა და პრობლემებზე.

7. მანიაკი

დამახასიათებელი მანიაკალური შტრიხებია ზეაღგზნებადობა, საკუთარი თავის ზედმეტად შეფასება, ექსტრავერისა და მიდრეკილება ფულისა და ემოციების ხარჯვისკენ. თუ თქვენ ყველაზე საზიზღრად სწორედ ეს სახე მოგეჩვენათ, ეს ნინავს, რომ თქვენში აღტაცების გრძნობა შეიძლება გადაიზარდოს ეგზალტაციაში, საიდანაც მისტიკაშიც გადახრაც კი არ არის შორს.

თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც არ უყვარს პროვოკაცია და ხმაური. ცხოვრებაში ხართ კეთილგონიერების, თავშეკავებულობის ნიმუში. ხართ პრაქტიკული და ფრთხილი და ყოველთვის აკონტროლებთ საკუთარ მოქმედებას.

8. პიროვნების დისოციაციური აშლილობა

ეს არის ფსიქიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ერთ ადამიანში მინიმუმ ორი ალტერ-პიროვნება არსებობს, რომელთაგან თითოეულს საკუთარი მსოფლმხედველობა და გარემოცველ სამყაროს მიმართ დამოკიდებულება აქვს. თუ თქვენ ამ პორტრეტმა შეგაშინათ, ბავშვობაში, სავარაუდოდ, პრობლემები გქონდათ თვითგამორკვევასთან დაკავშირებით.

ცხოვრებაში გაქვთ მიდრეკილება, რადაც არ უნდა დაგიჯდეთ ნათლად და გადაჭრით დაამტკიცოთ, რომ განსაზღვრულ სქესს მიეკუთვნებით. მაგალითად, ხართ "მამაკაცური მამაკაცი" ამ "ქალური ქალი". ამ თვისებების მქონე მამაკაცებს ხშირად აქვთ მიდრეკილება ყველაფერში და ყოველთვის მაჩოდ გამოიყურებოდნენ, ქალები კი ცდილობენ ქალური სექსუალურობის განსახიერება იყვნენ, ჰქონდეთ ფლირტი და მიიზიდონ წასინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ:


1. იპოვეთ თქვენი თავი ამ ხეზე და შეიტყვეთ თქვენი ემოციური მდგომარეობა - სცადეთ!image2. ექსპრეს-ტესტი, რომელიც გიჩვენებთ გჭირდებათ თუ არა სათვალე
3. რომელი წრეა ცარიელი? - ტესტი, რომელსაც ახალწვეულები გადიან


4. დააკვირდით ამ გოგონას და ნახავთ როგორი აზროვნება გაქვთ: ვიზუალური ტესტი, რომელიც თქვენს IQ-ს გაჩვენებთ

image








7
13211
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
13211
  
2017, 22 დეკემბერი, 17:24
სადისტი
2017, 21 თებერვალი, 13:15
საინტერესოა :)
2016, 7 დეკემბერი, 9:32
ყოჩაღ
2016, 2 დეკემბერი, 12:27
შიზოფრენი
2016, 2 დეკემბერი, 11:53
მეც :))
2016, 2 დეკემბერი, 3:13
შიზოფრენნნ :პპ :D
2016, 2 დეკემბერი, 0:02
ეგრევე მანიაკს დავადგი თვალი:დ
0 1 7