x
image
natia.a
გამოიცანით, რომელი ხელია ქალის - ამით ბევრ რამეს შეიტყობთ საკუთარ თავზე
image

ყოველი ადამიანი განსაკუთრებული, სხვადასხვა შტრიხების, ხასიათების, გრძნობებისა და განცდებისგან შემდგარი უნიკალური არსებაა. სწორედ ამიტომ არის ძალიან რთული მისი სრულად შესწავლა. ფსიქოლოგები დიდი ხნის მანძილზე ცდილობენ ადამიანის განსხვავებული ტიპების შესწავლას, მაგრამ თითოეული ამგვარი მცდელობა მილიარდში მხოლოდ ერთი კარის გაღების ტოლფასია. არც ეს ტესტია გამონაკლისი - ის უბრალოდ დაგანახებთ გარკვეული ტიპის ადამიანებისთვის დამახასიათებელ ზოგად შტრიხებს. ამისათვის საჭიროა მხოლოდ ყურადღებით დააკვირდეთ სურათზე მოცემულ ხუთ ხელს და შეეცადოთ გამოიცნოთ, რომელი მათგანი ეკუთვნის ქალს.


ცხადია, აქ სწორი და არასწორი პასუხი არ არსებობს, უნდა აირჩიოთ მხოლოდ ის, რომელიც თავად გგონიათ სწორი და ამ არჩევანის მიხედვით გაიგოთ საუთარ თავზე ბევრი საინტერესო.


image

აირჩიეთ? ახლა კი ქვემოთ იხილეთ ტესტის შედეგები.



თუ თქვენ აირჩიეთ ხელი А

● ზოგჯერ საკუთარი თავის რწმენა არ გყოფნით, ამიტომ დიდად არ გიყვართ ადამიანების წინაშე გულის გადაშლა.
● თუ ვინმე შეგიყვარდათ, მოუთმენელი და მასზე დამოკიდებული ხდებით.
● ყოველთვის ზრუნავთ სხვებზე.

თუ აირჩიეთ ხელი B

● თქვენ ძალიან მეგობრული და კეთილი ადამიანი ხართ.
● გამგებიან და ტაქტიან ადამიანად გთვლიან.
● იცით სხვისი მოსმენა და გაქვთ თვისებები, რომლებიც გარშემომყოფთა ნდობის მოპოვებაში გეხმარებათ.

თუ აირჩიეთ ხელი C

● თქვენ გადამეტებული თვითშეფასება და ეგოიზმი გახასიათებთ.
● ყოველთვის დიდ მიზნებს ისახავთ და ამბიციის გამო არაფერზე იხევთ უკან.
● სხვისი მოსმენა კი არც თუ ისე კარგად გამოგდით...

თუ აირჩიეთ ხელი D

● მიდრეკილება გაქვთ მნიშვნელოვანი საქმეების შემდეგისთვის გადადებისკენ და ბოლო მომენტში თავის დაძვრენისკენ.
● თვლით, რომ პანიკა ყველაფერს ანგრევს, ამიტომ ინარჩუნებთ სიმშვიდეს ყველაზე დაძაბულ მომენტშიც კი.
● ცდილობთ ნებისმიერ პრობლემას გაუმკლავდეთ მინიმალური ძალისხმევით და თავის არაფრის გულისთვის არ გადაიღლით.

თუ აირჩიეთ ხელი E

● თქვენ უფრო ცხოვრებაზე დაკვირვება მოგწონთ, ვიდრე აქტიური მონაწილეობა. გირჩევნიათ ჯერ ყველაფერს გვერდიდან დააკვირდეთ.
● ზოგჯერ მომაბეზრებელიც კი ხართ.
● სამაგიეროდ, ყოველთვის უამრავი გეგმა და საქმე გაქვთ, რომლებსაც დიდი სკრუპულოზურობითა და დეტალურად უდგებით.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. თავიდან ვერავინ ხვდება, რატომ აღაშფოთა მნახველები ამ ფოტომ - დააკვირდით!image


2. საით მირბის მამაკაცი?- დააკვირდით სურათს და გაიგეთ, ქალის აზროვნება გაქვთ თუ კაცისimage


3. ტესტი: რამდენად კარგად იცნობთ ქართულ სუფრას - შეამოწმეთ საკუთარი თავი!image


4. პირველკლასელის დაუჯერებელი პასუხი მასწავლებლის შეკითხვებზე - ანეკდოტი, რომელმაც ბევრი გაახალისაimage


5. როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან იაპონელი, ჩინელი და კორეელი - შეამოწმეთ საკუთარი თავი!image


6. იცით რას ნიშნავს ეს ხაზები მაჯაზე? - ისინი თქვენს წარსულსა და მომავალს უკავშირდებაimage


7. იცით რას ნიშნავს ასეთი ტერფები? - ამით ბევრი რამის გაგება შეიძლება!image

0
1391
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1391
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0