საზოგადოება კურორტი ბაკურიანი სეზონს გაძვირებული ფასებით ხვდება 2018, 9 იანვარი, 0:35 ![]() ბაკურიანის საკურორტო ზონა წლევანდელ სეზონს გაძვირებული ფასებით ხვდება. გაზრდილი ტარიფები მოქმედებს როგორც "კოხტა გორას", ისე "დიდველის" მთაზე გონდოლების ბილეთებზე. როგორც დამსვენებლები აღნიშნავენ, წინა სეზონზე ბილეთის ფასი 5 ლარი იყო, ახლა კი საბაგიროთი ერთჯერადი სარგებლობა 7 ლარამდე გაძვირდა. ინფორმაციას ორივე ობიექტის სალაროში ადასტურებენ. დამსვენებლების უკმაყოფილებას იწვევს კერძო ტაქსების მომსახურების ფასებიც. თუ წინა წლებში ქალაქის ცენტრიდან ორივე სათხილამურო ტრასამდე ტრანსპორტირება 8 ლარი ღირდა, ახლა მძღოლები იგივე მარშრუტში 10 ლარს ითხოვენ და მიზეზად ლარის გაუფასურებასა და საწვავის ფასის ზრდას ასახელებენ. ფასები გაზრდილია როგორც საოჯახო, ისე სხვა კლასის სასტუმროების ნომრებსა და კვების ობიექტებშიც. ![]() ![]() 99 4-ს მოსწონს
|