x
image
ალექსანდრე ლექსო
ახალი გელენტვაგენი – პირველი ფოტოები
ეს ფაქტიურად 2018 წლის დასაწყისის მთავარი პრემიერაა. ახალი G-კლასის Mercedes-Benz.


ოფიციალურად მას 15 იანვარს წარადგენენ. ვნახოთ სოციალურ ქსელებში მოხვედრილი არალეგალური ფოტოებით.


image



image




image


image


ახალი მანქანის შესახებ ბევრი რამ გახდა ცნობილი. მისი გარეგნობა ისეთივე კვადრატული იქნება, როგორც ახლანდელი თაობის გელენტვაგენის. თანაც თითქმის იგივე ფორმის კარის სახელური ექნება

აი შიგნით კი ბევრი სიახლეა. სენსორულღილაკებიანი საჭე, როგორც ფლაგმანურ S-კლასის მერსედესს აქვს, ორი ეკრანი, ფონური განათება სამოცდაოთხნაირი ფერის ვარიანტებით. აკუსტიკური სისტემა Burmester 16 დინამიკით.

ამასთან მანქანა უფრო გაიზარდა როგორც სიგანეში, ისე სიგრძეში. უკან ჯდომა უფრო მოხერხებული და სასიამოვნო გახდა.

გელენტვაგენი ახლაც სრულყოფილი ყველგანმავალია, მხოლოდ უფრო კომფორტული და ტრასაზე მსუბუქ მანქანასავით იქცევა.


0
149
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0