სიახლეები მოტოციკლი, რომელიც არ ეცემა 2017, 26 ოქტომბერი, 15:38 Honda – მ ახალი «ავტომატური» მოტოციკლით გაგვაკვირვა. ორბორბლიანი მოდელი, რომელსაც «წონასწორობის» ფუნქცია აქვს. უჩვეულოა, მაგრამ იაპონელები ირწმუნებიან, რომ მათი ახალი მოტოციკლი Riding Assist E არასოდეს წაიქცევა. (ამისთვის მადლობა კომპიუტერს, რომელიც მუდმივად იცავს ბალანსს). ამასთან მოტოციკლი კიდევ ერთ სასიამოვნო ფუნქციას ფლობს — ავტოპილოტით შეუძლია მოძრაობა, ანუ მძღოლის გარეშე. წარმოიდგინეთ, პატრონი სახლში ბრუნდება, მოტოციკლს კი სადგომზე აგზავნის, და ისიც დამჯერე ყმასავით თავისით მიდის და სადგომზე დგება. და კიდევ ერთი შტრიხი — მოტოციკლი ელექტროძრავით მოძრაობს. 354 2-ს მოსწონს
|