x
image
ალექსანდრე ლექსო
როგორი იქნება ახალი Range Rover (ფოტო)

მეხუთე თაობის ბრიტანული ყველგანმავალის პრემიერა 26 ოქტომბერს ჩატარდება

ახალი Range Rover-ის სურათები უკვე გამოჩნდა ინსტაგრამზე (ქარხანაში გადაღებული) და ჯერ კიდევ გამოუსვლელ ფრანგულ ჟურნალ 4×4 -ის ბოლო ნომრიდან.

image

ახალი მანქანის დიზაინი აგრძელებს ამ მარკის ბოლო წლებში არჩეულ მიმართულებას. საფირმო «რეინჯერული» შტრიხები ნარჩუნდება, ამასთან ბევრი დეტალი უფრო გლუვი, უფრო დახვეწილი და ლაკონური გახდა. კარის სახელურები მანქანის ზედაპირის დონეზეა, როგორც მოდელებში Velar და Evoque. ერთერთი ყველაზე ეფექტური დეტალი - შავი П-სებური ელემენტი უკანა მხარეს. სადაც მარჯვნივ და მარცხნივ ფარებია, რომლებიც გამორთულ მდგომარეობაში შავი ფერისაა და საბარგულზე გავლებული ზოლთან შერწყმული გეგონებათ.






ინტერიერში ყურადღებას იპყრობს ტრანსმისიის სელექტორის ჯოისტიკი, აგრეთვე საჭე სენსორული ღილაკებით და განივი ხიდურით, ახალი სახელური როგორც Jaguar F-Pace.



ახალი მოდელი MLA (Modular Longitudinal Architecture) პლატფორმაზეა აწყობილი, რომელიც განკუთვნილია დიდი ზომის მოდელებისთვის - Jaguar Land Rover.

საბაზო მოდიფიკაცია იქნება დიზელის 250 ცხენისძალიანი მოდელი-- D250. შემდეგი — D300 და D350. შემდეგ მოდიან ბენზინის ჰიბრიდული მოდელები P400e და P500e, რომლების დამუხტვა ელექტრიქსელიდან იქნება შესაძლებელი. და ყველაზე მძლავრი P530 ბენზინის, ძრავით V8.

ახალი თაობის Range Rover გაყიდვაში 2022 წლიდან გამოჩნდება. მისი ძირითადი კონკურენტებია — Mercedes GLS და BMW X7, ხოლო ყველაზე მძლავრი ვერსიის მეტოქეები ამჯერადაც Bentley Bentayga და Rolls-Royce Cullinan-ი იქნება.

1
67
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
67
  
2021, 27 ოქტომბერი, 1:02
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1