x
image
ალექსანდრე ლექსო
ავტომობილ ნივას შემქნელი გარდაიცვალა
76 წლის ასაკში გარდაიცვალა პეტრე მიხეილის ძე პრუსოვი, რომელმაც შექმნა ლეგენდარული ვაზ–2121 "ნივა", ახლანდელი Lada 4х4.


image


წელს ნივას 40 წელი უსრულდება. ბატონი პეტრე მანქანის იუბილეს ვერ მოესწრო, რამდენიმე კვირა დააკლდა. ის ამბობდა: "საჭიროა ახალი ყველგანმავალი. ამ მანქანის მოდერნიაციის რესურსი ამოწურულია, თუკი დამიძახებენ ახალი ნივის გასაკეთებლად, აუცილებლად დავთანხმდები და შევძლებ კიდეც."

ნივაზე მუშაობა 1972 წელს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის ალექსანდრე კოსიგინის ტოლიატის ქარხანაში ვიზიტის შემდეგ დაიწყეს. მან კონსტრუქტორებს შესთავაზა შეექმნათ ახალი სრულამძრავიანი ავტომობილი. პროექტის მთავარ კონსტრუქტორად პეტრე პრუსოვი დაინიშნა.


პირველი ეკზემპლიარები ავტომობილისა «Э2121», რომელიც 1972 წელს გამოვიდა, აშკარად ულამაზო იყო, მათ "ნიანგები" შეარქვეს. მაგრამ გამავლობა კარგი ჰქონდათ და მანქანის შექმნაში დიზაინერები ჩართეს.


image
ახალგაზრდა დიზაინერმა ვალერი სიომუშკინმა შესთავაზა ხელმძღვანელობას სახელწოდება "ნივა", რაც მოწონებულ იქნა, მასვე ეკუთვნის მანქანის ექსტერიერიც.


image


image


image

image
სახელმწიფო გამოცდაზე ყველგანმავალი (უფრო ზუსტად მისი მესამე სერია) 1974 წელს გაუშვეს. 3 წლის შემდეგ ის ტოლიატის ქარხნის მთავარ კონვეიერზე მოხვდა.

სერიული მოდელები 1, 6 ლტ. მოცულობის ძრავებით იყო აღჭურვილი. წარმატებული კონსტრუქციის გამო მანქანა მოწონებულ იქნა საზღვარგარეთაც, იყო დრო გამოშვებული მანქანების 75% ექსპორტზე იგზავნებოდა. მანქანამ მიიღო ჯილდოებიც: ოქროს მედალი 1978 წლის ბრნოს საერთაშორისო გამოფენაზე და ასევე ოქროს მედალი 1980 წლის გამოფენაზე პონანში.







0
508
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
508
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0