სიახლეები ახალი გელენტვაგენი – პირველი ფოტოები 2018, 6 იანვარი, 0:29 ეს ფაქტიურად 2018 წლის დასაწყისის მთავარი პრემიერაა. ახალი G-კლასის Mercedes-Benz.
ოფიციალურად მას 15 იანვარს წარადგენენ. ვნახოთ სოციალურ ქსელებში მოხვედრილი არალეგალური ფოტოებით. ახალი მანქანის შესახებ ბევრი რამ გახდა ცნობილი. მისი გარეგნობა ისეთივე კვადრატული იქნება, როგორც ახლანდელი თაობის გელენტვაგენის. თანაც თითქმის იგივე ფორმის კარის სახელური ექნება აი შიგნით კი ბევრი სიახლეა. სენსორულღილაკებიანი საჭე, როგორც ფლაგმანურ S-კლასის მერსედესს აქვს, ორი ეკრანი, ფონური განათება სამოცდაოთხნაირი ფერის ვარიანტებით. აკუსტიკური სისტემა Burmester 16 დინამიკით. ამასთან მანქანა უფრო გაიზარდა როგორც სიგანეში, ისე სიგრძეში. უკან ჯდომა უფრო მოხერხებული და სასიამოვნო გახდა. გელენტვაგენი ახლაც სრულყოფილი ყველგანმავალია, მხოლოდ უფრო კომფორტული და ტრასაზე მსუბუქ მანქანასავით იქცევა. 149 შეფასება არ არის
|