x
image
რუსუდან ნადირაშვილი
„არავინ არ დავინახო ჩემს სახლში მოსული ბავშვის წასაყვანად“ – 3 წლის ბავშვის დედა
image


სოციალურ ქსელში სამი წლის ბავშვის ვიდეოს გავრცელების შემდეგ, სადაც არასრულწლოვანი სიგარეტს ეწევა, პირველ კომენტარს აკეთებს ბავშვის დედა.


„ძალიან მიყვარს ჩემი შვილი, არავინ არ დავინახო ჩემს სახლში მოსული ბავშვის წასაყვანად. მის გარეშე ერთ წუთსაც ვერ გავძლებ, “ - აღნიშნავს ბავშვის დედა და ამბობს, რომ საახალწლო სუფრაზე მისი მეუღლის თანამშრომლები ქეიფობდნენ და იმ დროს თავად სახლში არ იყო.


მცირეწლოვანი ბავშვის დედა ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ არ იცოდა, თუ ამით მისი შვილის უფლებები ირღვეოდა და ვიდეოს გავრცელებას აჟიოტაჟი მოჰყვებოდა. თუმცა, სოციალურ ქსელში ანალოგიური ფოტოები დიდი ხნით ადრე ჰქონდათ განთავსებული, რაც იმის დასტურია, რომ მსგავს ქმედებებს ოჯახში წინა პერიოდშიც ჰქონდა ადგილი.



მოკვლევა დაწყებული აქვს როგორც შსს-ს, ისე ჯანდაცვის სამინისტრიოს. ოჯახში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა სოციალური სამსახურის მუშაკიც.

0
277
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
277
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0