x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
საქონელი, რომელიც 2017 წელს ყველაზე მეტად გაძვირდა (ცხრილი)
image


საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2017 წლის ინფლაციის (სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების ზრდის) მაჩვენებლები გამოაქვეყნა. დეკემბერში ინფლაციამ 0.8% შეადგინა, ხოლო ჯამში, 2017 წლის წლიური ინფლაციის დონე 6.7%-ია.


სასაქონლო ჯგუფების მიხედვით ყველაზე მეტად - 17.5%-ით თამბაქო და ალკოჰოლური სასმელები გაძვირდა. შემდეგ მოდის ტრანსპორტის (ძირითადად საწვავის) ფასების ზრდა 15%-ით. 8.1%-ით გაძვირდა ჯანმრთელობის დაცვა, ხოლო სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 7.3%-ით.


თუ ცალკე აღებულ პროდუქციას ვნახავთ, ყველაზე მეტად - 68%-ით ლიმონი გაძვირდა, შემდეგ მოდის კარტოფილი 47%-ით. ადგილობრივი წარმოების სიგარეტი 45%-ით გაძვირდა, იმპორტირებული 32%-ით. პომიდორი 37%-ით გაძვირდა. საავტომობილო საწვავი დაახლოებით 30%-ით გაძვირდა.



ცხრილი: საქონელი და მომსახურება, რომელიც 2017 წელს ყველაზე მეტად გაძვირდა

1 ლიმონი 68%

2 კარტოფილი 47%

3 ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი 45%

4 ქლიავი 43%

5 ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი 42%

6 პომიდორი 37%

7 მანდარინი 35%

8 ჭარხალი 35%

9 სტაფილო 32%

10 იმპორტული წარმოების ფილტრიანი სიგარეტი 32%

11 დიზელის საწვავი 30%

12 თვითმფრინავით მგზავრობა 30%

13 ბრინჯი 28%

14 გაზის საწვავი 28%

15 ბენზინი 27%

16 ვაშლი 22%

17 საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები 19%

18 ქათმის ბარკლები 17%

19 სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები 17%

20 კიტრი 17%

0
64
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0