x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ირანი თუ ცივილიზებულ სამყაროს დაუბრუნდა, მეყოლოს პუტინი ვარდივით“ - გვარამია
image


რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ირანში მიმდინარე მასშტაბურ საპროტესტო აქციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.


„85 მილიონიანი ირანი თუ ცივილიზებულ სამყაროს დაუბრუნდა, ქვეყნიდან გასული და დასავლურად განათლებული და წარმატებული ყველა ირანელი (გამორჩეულად ნიჭიერი და გამჭრიახი ხალხია, ჩემი გამოცდილებით) უკან დაბრუნდა, ქვეყნის გაზის და ნავთობის საბადოები (რუსეთზე უკეთესია ორივე ხარისხობრივად და თქვენ წარმოიდგინეთ, არანაკლები მარაგებია) დემოკრატიული ცივილიზაციის სამსახურში ჩადგა, მეყოლოს ვარდივით პუტინი თავისი დერჟავიან და მისი სატელიტებიანად. თურქეთსაც შეაჯანჯღარებს რეგიონში პირველი ნომრობის დაკარგვა (რაც უპირობოდ და უსწრაფესად მოხდება) და დააბალანსებს რეგიონში მეორე და თანაზომადი გეოპოლიტიკური გრავიტაციის ცენტრის გაჩენა. სომხეთიც აუცილებლად დაფიქრდება რუსეთის ორბიტაზე დარჩენა/არდარჩენაზე და აზერბაიჯანიც მიხვდება, რომ მისი ნავთობი და გაზი აღარაა ჯოკერი, რომელიც ყველაფერზე იცვლება, დემოკრატიის ჩათვლით.


ცივილიზებულ ირანზე ეკონომიკურად უფრო სასარგებლო მეზობელი და პარტნიორი, შუძლებელია საქართველოს ყავდეს. და ცივილიზებულ ირანზე უკეთესად, ჩვენი რეგიონის აჭრილ ფაზლს ვერაფერი ვერ დაალაგებს. ჩვენ ბედს ძაღლი არ დაყეფს, მოკლედ რომ ვთქვათ, და ამ ბედს ვისურვებ სწორედ ახალ 2018 წელს, “ - წერს გვარამია.



image

1
543
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
543
  
ავღანეთი, ერაყი, სირია, ლიბია, ეგვიპტე, საქართველო, უკრაინა - ეხლა ირანის ჯერიც მოსულა ჩადგეს ცივილიზებული სამყაროს რიგებში, ნეტავ რომელი კრიტერიუმებით სარგებლობს ბ-ნი ნიკა?
0 1 1