საზოგადოება ვასო ფხაკაძეს მანქანიდან საწვავი მესამედ მოჰპარეს - „მითხრას და ან ბენზინს დავუტოვებ, ან ტალონს“ 2018, 2 იანვარი, 20:46 ძარცვა ბედობის ღამეს - ბაგების დასახლებაში დაცული ტერიტორიის ავტოსადგომზე წუხელ რამდენიმე მანქანა გაძარცვეს, ნაწილი კი დააზიანეს. მათ შორის იყო „კომედი შოუს“ მსახიობის, ვასო ფხაკაძის ავტომანქანა. ეს უკვე მესამე შემთხვევაა ბოლო ორი თვის განმავლობაში, როცა მისი მანქანა გატეხეს.
წყნეთის 24 ნომერში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამივე მანქანიდან წაღებულია საწვავი. ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის საწვავია მოპარული.
„ჩემი მანქანაა გატეხილი და კიდევ ორი მეზობლის საწვავი მიაქვთ, სხვა არაფერს არ აზიანებენ. ალბათ ძალიან უჭირს და მხოლოდ საწვავი უნდა. მითხრას მაინც და წინასწარ ან ბენზინს დავუტოვებ, ან ტალონს დავუტოვებ. თუ მიყურებს ვეტყვი, რომ გაგვაფრთხილოს და დავუტოვებთ, ისე რომ აღარ დააზიანოს. შობა-ახალ წელს გილოცავ“- მიმართა მძარცველს ვასო ფხაკაძემ.
552 4-ს მოსწონს
|