ტკბილეული შავი საქორწილო ტორტი, შოკოლადის რუკა და კულინარიული ხელოვნების 2017 წლის სხვა საუკეთესო ნიმუშები 2018, 3 იანვარი, 10:59 კულინარიაში გემოსთან ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობს კერძების ლამაზად მირთმევა და ეს ერთგვარ ხელოვნებასაც კი წარმოადგენს, ამასთანავე ხელოვნების ეს დარგი განუწყევტლივ ვითარდება და ყოველწლიურად გვახარებს საინტერესო, ორიგინალური გადაწყვეტებით. კულინარიის ოსტატები დროდარდო ისეთ შედევრებს ქმნიან, რომ წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ხელოვნების ამ ნიმუშების შეჭმა. სწორედ ასეთ შედევრებს გაგაცნობთ დღეს.
მაშ ასე, თქვენ წინაშეა 2017 წლის კულინარიული ხელოვნების საუკეთესო ნიმუშები 1. ავოკადოაზე ამოჭრილი ფიგურები-ჯენ კემპბელი ჯენი ავოკადოს კურკებზე ჭრის ტოტემის ფორმის გასაოცარ ფიგურებს და მინიატურულ სტატუებს. საკვებად ეს ფიგურები ნაკლებად გამოდგება, თუმცა ისინი გასაოცარი სილამაზისაა. 2. შაქრის ყვავილები-მეგი ოსტინი კონდიტერი მეგი ოსტინი შაქრის პუდრით გასაოცარ სუპერრეალისტურ ყვავილებს აკეთებს ტორტებისა და დესერტების მოსართავად. ყვავილები საოცრად ცოცხლად გამოიყურება. 3. ფსიქოდელური ვეგეტარიანული სმუზები-რეიჩელ ლორტონი რეიჩელ ლორტონი ქმნის ფსიქოდელურ სურათებს სმუზის საფუძველზე, რისთვისაც იყენებს კაშკაშა ფერებს, მცენარეულ მოტივებს და მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებს. ასეთნაირად გაფორმებული კერძები საოცრად ლამაზად გამოიყურება და ჯანსაღ საკვებსაც წარმოადგენს. 4. შოკოლადისაგან დამზადებული ქალაქის რუკა კომპანია Nisnas Industries მეორე კომპანიასთან Tamtik Chocolate-თან ერთად ქმნის შოკოლადის ფილებს, რომლებსაც სხვადასხვა ქალაქების რუკების ფორმა აქვს. 5. მათემატიკური ტორტები-დინარა კასკო დინარა წარსულში ცნობილი არქიტექტორი გახლდათ, ამჟამად კი ის საკონდიტრო საქმითაა დაკავებული და ქმნის მათემატიკური ჟანრის გასაოცარ ტორტებს. 6. სმუზი-სურათები, რომლებიც იჭმება-ჰეიზელ ზაქარია ჰეიზელი სმუზის საფუძველზე ქმნის მხატვრულ ტილოებს. მის ნახატებზე თქვენ ნახავთ სიმპათიურ ცხოველებს და მასობრივი კულტურის პოპულარულ ელემენტებს. 7. ფერადი პასტა-ლინდა მილერ ნიკოლსონი ლინდა მილერს მეორენაირად "კულინარიის ლედი გაგას" ეძახიან. ლინდას მიერ ხელით დამზადებული პასტა ბუნებრივი საღებავებითაა შეღებილი და გასაოცარი ორნამენტებით დამშვენებული. ამასთანავე, ის სხვადასხვა ფორმისა და ზომისაა. 8. სამგანზომილებიანი ლატე-დაფნა ტანი სინგაპურელი 17 წლის მხატვარი დაფნა ტანი თავისი შედევრების შესაქმნელად იყენებს შვრიის ფქვილს, სოიოს რძეს და წყალს. სწორედ ამ სქელი ქაფისებრი მასისაგან იქმნება ლატეს ფინჯნის მოსართავი სხვადასხვა ფიგურები. 9. ნამცხვრები ჯოხებზე-რეიმონდ ტანი თვითნასწავლი კონდიტერი რეიმონდ ტანი აცხობს ესკიმოს ფორმის გემრიელ ნამცხვრებს საინტერესო ფიგურებით. მათ აქვთ კაშკაშა ფერი და ორიგინალური დიზაინი. 10. ორნამენტებიანი ღვეზელები-კარინ ბოშეკი ეს არის არაჩვეულებრივი სილამაზის შინაური ღვეზელები. ოსტატი ცომით აკეთებს სხვადასხვანაირ ნაყშებს-გეომეტრიული ფორმიდან დაწყებული ბუნებრივით დამთავრებული, თუმცა ყველა შემთხვევაში ეს საოცრად ლამაზად გამოიყურება. 11. მხატვრული ტოსტები-ეიკო მორი ეიკო მორის ინსტრუმენტებს წარმოადგენს კბილის ჩხირები, კოვზი და პერგამენტის ქაღალდისგან დამზადებული საკონდიტრო ტომარა. 12. შავი საქორწილო ტორტები--2017 წლის ტრენდი გასულ წელს გოთიკურ ქორწილებში მეტად პოპულარული იყო შავი ფერის საქორწილო ტორტები. ლამაზი, მაგრამ უცნაურია, არა? 13. ტორტი ''ფუნჯების ნამტვრევები''-საკონდიტრო Kalabasa ამ ტორტის მხატვრული დიზაინი მოსკოველ კონდიტერებს ეკუთვნით. 14. მინიატურული მრავალსარულიანი ტორტები-რეიჩელ დიუკი რეიჩელ დიუკი საკონდიტრო ხელოვნებას შესანიშნავად უხამებს მინიატურიზაციას, ქმნის რა ციცქნა ტორტებს, რომლებიც ხელისგულზე ეტევა; სამწუხაროდ, მათი ჭამა შეუძლებელია: ტორტები პოლიმერული თიხისგანაა დამზადებული. 15. სუკულენტებით მორთული ნამცხვრები- საკონდიტრო Ivenoven ჯაკარტაში მდებარე ეს საკონდიტრო ტორტებს და დესერტებს რთავს სუკულენტებით-წყალმცენარეებით. რა თქმა უნდა, ეს ნამცხვრები იჭმება და როგორც ამბობენ, საკმაოდ გემრიელია. 16. მხატვრული ორცხობილა-ჰოლიფოქსი ლოს-ანჟელესელი მხატვარი ჰოლი ფოქსი აცხობს მხიარულ, ფერად, სიმპათიურ ორცხობილებს. 17. ტორტი "რუბიკის კუბიკი"-სედრიკ გროლე კულინარიის გენიოსმა სედრიკ გროლემ რუბიკის ცნობილი სათამაშო გადააქცია 27 სხვადასხვა გემოს მქონე ტორტის ნაკრებად და ისინი ერთ მთლიანობაში გააერთიანა. 18. ცხოველების ფორმის ნამცხვრები-Melly Eats World Melly Eats World-ის კულინარიული ოსტატები ქმნიან გოჭების, პანდების, კურდღლების და სხვა ცხოველების ფორმის ნამცხვრებს. 19. ლაზერული ნაყშები სუშისათვის განკუთვნილ ნორის ფოთლებზე - I & S BBDO და Umino Seaweed ნორის ფურცლებზე გაკეთებული ეს გასაოცარი კოლექცია კომპანია I & S BBDO და Umino Seaweed-მა წარმოგვიდგინა. თითოეული დიზაინი წარმოადგენს ცალკეულ მოტივს ან სიმბოლიკას იაპონიის ისტორიიდან. 20. მხატვრული ლატე-კანგბინ ლი ბარმენი კანგბინ ლი ლატეს ქაფს იყენებს ხელოვნების ნიმუშის შესაქმნელად, რომელსაც არტ-კრემი ეწოდება. ლი ფრთხილად ამატებს ლატეს სხვადასხვა ნატურალურ საღებავს და ხატავს მასზე სურათებს-ყვავილებს, ცხოველებს, პეიზაჟებს, დისნეის პერსონაჟებს და ცნობილი მხატვრების ტილოების ასლებსაც კი. ფოტოზე თქვენ ხედავთ ვან გოგის "ვარსკვლავებიან ღამეს". 139 8-ს მოსწონს
|